გურამ თუშიშვილი: ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას

AutoSharing Option
26 სექტემბერს, ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენლის, უშანგი კოკაურის იპონით დამარცხების შემდეგ კომენტარი გურამ თუშიშვილმა (+100) გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას მადლობა გულშემატკივრობისათვის, ამ ხნის განმავლობაში გვერდში დგომისთვის. უფრო მეტად, უფრო მეტად უნდა ვიყოთ ჩართულნი, რათა მარტო ერთმა კი არა, არამედ სამმა და ოთხმა მოვიპოვოთ ოქროს მედლები.

ყველანი მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრი საქომაგოდ შეწუხდა, აქ ჩამოვიდა და მადლობა ღმერთს, რომ არ გავუცრუე იმედები.

ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას, მათ შორის, იმათ, ვინც სხვა ქვეყნის
სახელით გამოდიოდა. ვულოცავ, რა თქმა უნდა, ლიპარტელიანსაც, რომლისთვისაც გუშინ მილოცვა ვერ მოვახერხე".

altოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
გორელი ბექა სად იყო მე ვერ დავინახე თუ არ იყო საერთოდ ტრიბუნაზე?! ეგ არის ნაკრების წევრებს როცა უჭირდათ არც მაშინ დამდგარა ამათ გვერძე შეიძლება ჩვევაშიც გადაუვიდა ტატამს გარეთაც მარტო თავის თავზე ფიქრი!
ara
27 სექტემბერი 2018 02:55
29
ბექა ღვინიაშვილი გორელი არაა, თან იმას უნდა დაკვირვებოდი, რომ მიტინგებზე ბექას გარდა არც სხვა პირველი ნომრები არ იდგნენ, ლიპარტელიანის და რეხვიაშვილის გარდა, შეკრებებზე იყვნენ მარგველაშვილი, შავდათუაშვილი, თუშიშვილი.... რა ბოღმა გახრჩობთ ამ ბიჭის, ვინმეს ცუდად მოექცა როდისმე?! დელეგაცია ორად გაყოფილი რომ იჯდა ბაქოში, ის ვერ დაინახეთ?!
Shio
27 სექტემბერი 2018 11:43
3
ბოდაველი აუკრძალავდა მილოცვას
Eh
27 სექტემბერი 2018 11:00
0
ყველა გამოხმაურება
Genacvale gulshi mravaljer gesaxelis chveni qveyana ♡♡♡
Emigranti
27 სექტემბერი 2018 04:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული