ქართული წარმოშობის სპორტსმენი პირველი ესპანელი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ ფაქტის აღსანიშნავად, მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს.
"ბრუნეტე ამ აქტით ნიკოს პატივს მიაგებს. ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ის, როგორც სპორტსმენი" - განაცხადა ქალაქის მერმა ბორხა გუტიერესმა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს სექტემბერში დაეუფლა.
შერაზადიშვილს გამარჯვება გასოლმა მიულოცა და ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში მისი სახელი ქუჩას მიენიჭება
"რიოს თამაშების შემდეგ თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა, საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იყო"