შერაზადიშვილი რუს იგოლნიკოვთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის მისი გამოსვლა საეჭვო იყო, მაგრამ ესპანელმა ქართველმა ბოლომდე იბრძოლა, მარცხი კი ძალიან ემოციურად განიცადა.
ესპანურმა lavanguardi-მ შერაზადიშვილს სტატია მიუძღვნა:
"ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და ტატამის დანახვაც აღარ მინდა. ცოტა ხნით დასვენება მჭირდება, რათა ყველაფერი უკეთ გავაანალიზო. აუცილებლად დავბრუნდები,
"ვერ ვხვდები, რა მომივიდა. ასეთი ხანგრძლივი ორთაბრძოლები არასოდეს მქონია", - გააგრძელა სპორტსმენმა.
ძიუდოს ტაძარ ბუდოკანში, სადაც სპორტის ეს სახეობა გამოიგონეს, შერაზადიშვილი მედლისთვის ბრძოლის მიღმა მას შემდეგ დარჩა, რაც უზბეკ დავლატ ბობონოვთან დამარცხდა. ყველაფერი "ოქროს ქულის" დაწყებიდან ექვსი წუთის შემდეგ გადაწყდა. ნიკო აქ როგორც მსოფლიო ჩემპიონი და რეიტინგში პირველი ნომერი მივიდა, მაგრამ 28 ივლისი მისი დიდების დღე არ იყო.
შერაზადიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის -100 კგ-მდე კატეგორიაში გადაინაცვლებს. ნიკოლოზს ბოლო პერიოდში წონის კონტროლი უჭირდა.
შერაზადიშვილთან ერთად ესპანური ძიუდო ტოკიოში მონაწილეობას წყვეტს..."
შეგახსენებთ, -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც ნახევარფინალში სწორედ ნიკოს მძლეველი რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა. შერაზადიშვილი მახრჩობელა ილეთის შემდეგ გაითიშა, რუსი სპორტსმენი კი მხოლოდ გამარჯვებით ხარობდა და მეტოქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც კი მოუკითხავს...
შერაზადიშვილი ტატამზე გაითიშა [VIDEO]