2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურთან ერთად მონაწილეობას მეორე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იღებს. შეგახსენებთ, ნიკო ესპანეთის სახელით ასპარეზობს.
მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე რუსი მიხაილ იგოლნიკოვი გახლდათ. მთელი შეხვედრა დაძაბულ ფორმატში წარიმართა, 1 წუთით ადრე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 2 გაფრთხილება მისცა.
მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გდების შესრულებას ცდილობდა, რა დროსაც რუსმა მეტოქემ მახრჩობელა კონტრილეთზე დაიჭირა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
სამწუხაროდ, დიდი შანსია, შერაზადიშვილს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება არ მისცენ.
სამწუხაროდ, დიდი შანსია, შერაზადიშვილს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება არ მისცენ.