ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

AutoSharing Option
ძიუდოისტების ნაწილი ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. ძიუდოს ფედერაციის არჩევნები სასტუმრო "ბილტმორში" დღეს იმართება.

როგორც ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ფედერაციას კვლავ დავით ქევხიშვილი მართავს.

"ერთპიროვნული მმართველობაა კვლავ ძიუდოში. ქევხიშვილის დელეგატები არიან კვლავ ძიუდოში. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ მათ და ვამბობთ, რომ როგორც დღეს მიდის არჩევნები, ამით სიტუაცია ძიუდოში არ დალაგდება. უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ქევხიშვილს უნდა.

გიორგი ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საარჩევნო ყრილობაზე დანარჩენმა კანდიდატებმა (დავით ხახუტაშვილი, დავით ქევხიშვილი, დავით
ხახალეიშვილი და გიორგი ალექსიძე) კანდიდატურები მოხსნეს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მალადეც! იმდენი ნამუსი კი აქვს, რომ თავის თავი არ დაასახელოს კანდიდატად, მაგრამ უბედურება ის არის, რომ სხვები არ ასახელებენ ლიპუას
არჩილა
10:40 27-10-2018
2
41 დელეგატიდან ხმა მოაგროვა 40 ხმა!!! გამოდის, ლიპოს და ჭრიკოს მოთხოვნით დელეგატებიც უნდა შეიცვალონ?! ვინც კარგად ერკვევით, იქნებ ახსნათ....
Shio
12:19 25-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული