ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტმბერს ამირან პაპინაშვილი (60) აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

ამირან პაპინაშვილი ფინალში ესპანელ ფრანცისკო გარიგოს შეხვდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ქართველმა ესპანელი ბრწყინვალე ილეთით დააგდო და გაიმარჯვა.

აქამდე პაპინაშვილმა ნახევარფინალში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს მოუგო. მეოთხედფინალში კი პაპინაშვილი ბელგიელ ჟორე ვერსტრაეტენ შეხვდა და იპონით სძლია.

ქართველი ძიუდოისტი პირველ შეხვედრაში რუსეთის წარმოამდგენელ ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში პაპინაშვილმა ოქროს ქულა მეტოქის იპონზე დაგდებით მოიპოვა და გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ პაპინაშვილმა რუსეთის
წარმოამდგენელი ისე დააგდო, რომ მეტოქე კოჭლობით წამოდგა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამირან გილოცავ გამარჯვებას. უფალმა სულ გამარჯვებული გატაროს!
gurami
22:33 27-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული