ჰააგის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).
ლაშამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც 13 წუთი გაგრძელდა, გერმანელ ენტონი ზინგს სძლია (შიდო მიაღებინა), მანამდე კი ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო, გერმანიის სახელით მოასპარეზე შამილ ძავბატიროვი დაამარცხა, მეოთხედფინალი ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასთან წააგო, რეპეშაჟში კი რუს დენის იარცევს მოუგო.
დღეს ტურნირზე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებენ.