"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
ლიპო სულით და გულით გვერდზე გედექი უმ უსამართლობის წინააღმდეგ რასაც შენ ებრძვოდი. მაგრამ ეს თუ სიმართლეა რაც გამოქვეყნდა შენს მხარეს ვერ დავიჭერ იმიტომ რომ შენც იგივე გააკეთე რაც შენს წინააღმდეგ ქევხიშვილი და ლომერა აკეთებდა! თუ არის ამის შესაძლებლობა გისურვებდით შერიგების ხელი გაგეწოდათ ერთმანეთისთვის საქართველოს გულისთვის და არა ფასადური შერიგების გულისთვის! ლაშას გამოჯამრთელებს ვუსურვებ და ქართველი ხალხის კიდევ ბევრი სიხარულის მოტანას!
ძიუდოს გულშემატკივარი
27 ნოემბერი 2018 14:23
1
ლიპარტელიანს ზედმეტი მოდის გასაშვებია
amirani chanchibadze
27 ნოემბერი 2018 11:56
4
თუ მართალია და 2 კაცს ჯგუფურად გაუსწორდნენ ახვრები ყოფილან და თავში აქვთ ავარდნილი რაღაცეები ეს რქებიანები უნდა დაატეხო რქები და მოვლენ აზრზე.
კახა
27 ნოემბერი 2018 11:19
7
როგორც დაკვირვება აჩვენებს, თითქმის ყველა კუნთმაგარი გონებაჩლუნგია ან მასთან მიახლოებული. ეს ეხება ძიუდოისტებსაც. თუმცა ლიპარტელიანზე ვერ იტყვი რომ მხოლოდ კუნთმაგარია. მას არ ეშლება საუბარი, თუმცა როგორც იკვეთება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგრად აქვს მიქარული.
ako
27 ნოემბერი 2018 16:53
4
ეს უკვე მეტის მეტია!!! ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ ამ "მეამბოხეებს", რომ ზიუდო საერთოდ გაქრეს საქართველოში... სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. დროა გაირკვეს ტყუილ-მართალი და ამ ქაოსს ბოლო მოეღოს!!!
tngh
27 ნოემბერი 2018 12:04
3
ლიპო ყოჩაღ გაგივიდათ თავს არა ?ამათ წონებში გზა მიეცით ახალგაზრდებს შავდათუაშვილი დატოვეთ და თუშო დანარჩენი გაუშვით სანამ ხალხი გაგიშვებთ ფედერაციანად.
soso
27 ნოემბერი 2018 11:52
6
დაბალი შეგნების და ძველი ბიჭების ხროვაა ძიუდოში, პოლიტიკის გამო ერთმანეთს დაერვნინენ ეს ხის თავიანები.
ძიუბა თუ ძიუდო?
27 ნოემბერი 2018 16:44
4
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს პროტესტი ფედერაციის მიმართ , მაგრამ მხოლოდ საკუთარი ქმედებით და არანაირად იმის მოთხოვნით თუ სხვამ რატო არ გააპროტესტა რამე... ასე რო ლიპარტელიანი ცამდე მართალიც რომ იყოს თავისი ქმედებებიდა და საქციელიდან გამომფინარე აუცილებლად გასაშვებია ნაკრებიდან . არავის აქვს უფლება ვინმე მიუთითოს პტოტესტისაკენ. არც მე მომწონს ფედერაცია თავისი ფულის მშოვნელი ნათესავებიანად მაგრამ უპირველეს ყოვლისა ლიპარტელიანი სახლში.... სპორცმენი მხოლოდ ტატამზე და არსად სხვაგან.
დავითი
27 ნოემბერი 2018 13:20
3
დათო,პირველ რიგში შენი ჯანმრთელობით დავინტერესდები და შემდეგ გეტყვი,ლაშა უარყოფს ამ ამბავს,ვარლამიც.იქნებ ჭორი გამოუშვეს?ჩვენ ხომ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა.ქმარი ლაშქარს იყო და ცოლი ამბავს უყვებოდაო,ძველი ნათქვამია და თვითონ ეს ბიჭები უარყოფენ ამ ყველაფერს.ჩვენ რა უფლება გვაქვს არ დავუჯეროთ,როცა ორივე მხარე უარყოფს?თუ რაიმე სინამდვილეში მოხდა კიდეც,თვითონ მორიგდებიან.ამდენი წელია ერთად მოდიან და ერთმანეთის დაკარგვა ასე ადვილი არ იქნება,ხოლო რაც მეტი ხმაური ატყდება,შერიგება მით უფრო გაუჭირდებათ.ყოველთვის ასე ხდება,როცა გარედან ენები ჩაერთვებიან,იქ სიტუაცია მძიმდება და აფეთქებამდე მიდის.
სოსო
28 ნოემბერი 2018 12:20
0
საღოლ ძმაო.
აი "კაპიტანიც" ასეთი უნდა. გამდის და ვტირივარო.
აწი სულ აღარ მაინტერესებს მაგისი მენდლები.. მთავარი ადამიანობა და კცობააა.მკაცრი სანქცია აუცილებლად....
ფედერაციააა----იფედერაციავე, თუ არა და აღიარე რო უნიათო და უხერხემლო ხალხი ხართ.
მახო
27 ნოემბერი 2018 11:24
6
ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს ყველა!!! ვისაც რა დამსახურება არ უნდა ქონდეს იმის მიუხედავად. ფედერაცია რატომ არის გაჩუმებული? წესრიგის და დისციპლინის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ახალმა თაობამ უნდა გაითავისოს ნაკრების პასუხისმგებლობა.
გურული
27 ნოემბერი 2018 12:24
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული