"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
ამ ჩხუბზე არაფერი ვიცოდი!!! თუ მართლა მოხდა ძალიან სამარცხვინოა.
მაინტერესებს ვინ არიან ათაბეგაშვილი და ბაინდუროვი (ამ უკანასკნელზე გაგონილი მაინც მაქვს რაღაცა მაგრამ რა არ მახსოვს). ფედერაციის საიტზე არ არი აღმასკომის შემადგენლობა..თვითონ ფედერაციაში ვერ ვხედავ ბევრ ცნობილ ქართველ მწვრთნელს და ხალხს რომელთაც სიტყვა ეთქმის ქართულ ძიუდოში ( მათ დროს იაპონელები აქეთ ჩამოდიოდნენ სასწავლებლათ). ბევრი მათგანი ალბათ უკვე ხანშია შესული მაგრამ ხო გაგიგონიათ ბებერი ხარისო....

ჩვენს ჟურნალისტებს...ამან ის დაჭრა ამან ის გაქურდას თემებზე გაუთავებელ წერას (თანაც როცა არ გყოფნით მასალა წლების წინანდელ შემთხვევებს ამოჩხრიკავთ) არ ჯობია ხალხს დადებითი ემოციები მიაწოდოთ (კიდევაც რომ გამეორდეთ) გაიხსენოთ ხალხი ვინც საფუძველს უყრიდა ქართულ ძიუდოს... რაზე იყო დაფუძნებული ქართული ძიუდოს წარმატებები. აიღეთ ამ ხალხისგან ვრცელი ინტერვიუები- გაიგეთ რას ფიქრობენ- გაანალიზეთ მათი შეფასება სხვადასხვა დროის ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობაზე მათ სტილზე,მიღწევებზე, შეცდომებზე. გასაგებია რომ ყველა ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი...მაგრამ...მისხალ-მისხალ დიდი სურათის მიღება შესაძლებელია..
ხალხმა უნდა მოვითხოვოთ რომ არ მიეცეთ საშუალება ხალხს ვისაც არაფერი დამსახურება არ მიუძღვის ქართულ სპორტში ავნონ და თანაც მიზანმიმართულად (სხვაგვარად ეს ხალხი ვერ მოხვდებოდა მართველ ორგანოებში ) წარმატებულ სახეობებს. კომუნისტური ერა დამტავრდა და არაპროფესიონალების დროც სპორტში და ველაფერში უნდა დამთავრდეს..პატივიცემით
ნუგზარ ნუცუბიძე
17:39 27-11-2018
4
საერთოდ ჯობია რეალურად გაირკვეს რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, ძიუდოს თემმა თავი ისე შეირცხვინა, კაცს გულშემატკივრობა კი არა, მათი გაგონებაც არ მოუნდება. სისულელეს სისულელე ემატება. მე მგონი ასეთი რამე არცერთ სპორტის სახეობაში არ მომხდარა. დაპირისპირება ყველგან იყო, მაგრამ მეტ-ნაკლებად ცივილური მეთოდებით გადაწყდა. ამ საქციელს უკვე ხულიგნობა ჰქვია და სპორტთან საერთო არა აქვს. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ამ ხალხის უგუნურება მგონია
)))))
17:24 27-11-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული