"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
ეჰ ძალიან ცუდი მოსასმენია ეს ყოველივე. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ შავის და მარგველას ხელის აწევა ნაკრების წევრებიდან გაუმართლებელია, იმოტომ რომ ეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფაა. ამით კი ფედერაციის მაფიოზები ისარგებლებენ.
ლევანი
27 ნოემბერი 2018 13:48
3
როდესაც ნაკრები გაფიცულია, არ გაქვს მორალური უფლება ორი კაცი იაპონიაში გაიქცე შეკრებაზე ეს დაუწერელი წესია და მიუხედავად იმისა უჭერ მხარს თუ არა ქევხიშვილს. ეს არის გუნდურობა. შეიძლება ტელევიზიით არ გამოხვიდე შეიძლება საპროტესტო აქციაზე არ გახვიდე მაგრამ წახვიდე იაპონიაში (მაშინ როდესაც ერთ ერთი საკითხი ამ პროტესტისა იყო შეკრებები და განსაკუთრებით იაპონიაში წასვლა) და განერიდო გუნდს. თუ ვინმეა დასასჯელი და გასაგდები ნაკრებიდან ეს შავდათუაშვილია. რადგან თავისი ქმედებით თვითონ გაემიჯნა ნაკრებს და ცოტა დაფიქრდით რასაც წერთ. მარტო რუსის დამარცხება და გულზე მჯიღის ცემა არაა კაცობ, როგორც ბევრ თქვენთაგან მიაჩნია. რა თქმა უნდა ჩხუბი და ცემა ტყეპა მიუღებელია და არა მგონია ლიპარტელიანი იმ შეგნების ადამიანი იყოს შავდათუაშვილზე ხელი გაისვაროს.
gg
27 ნოემბერი 2018 13:48
29
ეჰ ძალიან ცუდი მოსასმენია ეს ყოველივე. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ შავის და მარგველას ხელის აწევა ნაკრების წევრებიდან გაუმართლებელია, იმოტომ რომ ეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფაა. ამით კი ფედერაციის მაფიოზები ისარგებლებენ.
ლევანი
27 ნოემბერი 2018 13:47
4
ღვინიაშივილი ბექა სად გააქრეთ სადაა ეს ბიჭი? იცით რომ მსგავსი ნიჭერი მოჭიდავე უბრალოდ პლანეტას არ ყავს?? სადაა რა მოხდა რას დარიეთ ეს ბიწები ერთმანეთს თქვე ბანდიტებო რა დღეში ჩააგდეთ ეს წარმატებული სპორტი?! თუმცა რა გვიკვირს ქოცების ხელში რა წავიდა წინ როო. ზვიადაური შენ აგებ ყველაფერზე პასუხს როგორც არიაე ყველაფერი ისევე დაალაგე თუარადა ხალხი მოგთხოვს პასუხს სამართლიანად.
halagaji
27 ნოემბერი 2018 13:44
15
ეს პოლიტიკურათ ანგაჯირებული ხალხი აუცილებელია რომ ყველაფერზე გააკეთოთ კომენტარი?
------
27 ნოემბერი 2018 14:13
4
როცა არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა უბრალოდ არაა ლამაზი ჭორებზე აგებულიდან ვლანძღოთ ან ვაქოთ ბიჭები,ერთია რომ აქ ეკამათათ თუ ეჩხუბათ,იაპონიამდე რაუნდოდათ ერთმანეთის საცემად..თან შეჯიბრზე...მოჭიდავეები კიარა პიანისტები ჩხუბობენ ,მაგრამ ჯერ გასარკვევია რამოხდა..აქ ზოგი სულარაა აზზე რამოხდა,ტავის რაგაცას მოიგონებს და აყვებიან და ლანძღავენ ერტმანეტს...უნდა გაირკვეს სიმართლე დაარა ჭორები....
euhh
27 ნოემბერი 2018 13:42
8
საქართველო "ასახელეს" მთელი მსოფლიოს თვალწინ.რაც არ უნდა მომხდარიყო ყველას თავი უნდა შეეკავებია,ტატამზე გასულებს დაემტკიცებიათ თავისი ვაჟკაცობა და ქართველობა.
გიოშა
27 ნოემბერი 2018 14:04
1
რა კომენტარი უნდა გააკეთო...გააგზავნენ გუნდი მედლების ჩამოსატანად,გულშემატკივარი ელოდება ...ესენი კიდევ იმის მაგიერ რომ ტატამზე დაამტკიცონ თავიანთი სიძლიერე ერთმანეთს ცხვირპირს ამტრევენ..ამათ დაავიწყდათ რომ ქვეყანას წარმოადგენენ...ესენი ყველა ერთად უნდა გაყარო სპორტიდან და საერთოდ არ უნდა გააკარო არაფერს...თქვეს დანახვაზე ქუჩაში თუ ტელევიზიით სიამაყით ვივსებოდი ჩვენი საამაყო ადამიანები იყავით...ეხლა კი მაგთქვენი საქციელისთვის სახელი ვერ მომიძებნია...თქვენს მაგიერ მე მრცხვენია...თქვენ ფეხქვეშ გათელეთ ეს დიდი სიყვარული და პატივისცემა...ეს ყველაფერი ანაცვალეთ თქვენს პირად ინტერესებს....ყოჩაღ თქვენ!!!!
nikola
27 ნოემბერი 2018 13:38
1
რუსულმა ოცნებამ მოსპო საქართველოში ყველა სფერო
ლევან
27 ნოემბერი 2018 13:25
29
გეშლება ეს პოლიტიკური გვერდი არ არის!!!
levan-s
27 ნოემბერი 2018 13:52
7
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს პროტესტი ფედერაციის მიმართ , მაგრამ მხოლოდ საკუთარი ქმედებით და არანაირად იმის მოთხოვნით თუ სხვამ რატო არ გააპროტესტა რამე... ასე რო ლიპარტელიანი ცამდე მართალიც რომ იყოს თავისი ქმედებებიდა და საქციელიდან გამომფინარე აუცილებლად გასაშვებია ნაკრებიდან . არავის აქვს უფლება ვინმე მიუთითოს პტოტესტისაკენ. არც მე მომწონს ფედერაცია თავისი ფულის მშოვნელი ნათესავებიანად მაგრამ უპირველეს ყოვლისა ლიპარტელიანი სახლში.... სპორცმენი მხოლოდ ტატამზე და არსად სხვაგან.
დავითი
27 ნოემბერი 2018 13:20
3
დათო,პირველ რიგში შენი ჯანმრთელობით დავინტერესდები და შემდეგ გეტყვი,ლაშა უარყოფს ამ ამბავს,ვარლამიც.იქნებ ჭორი გამოუშვეს?ჩვენ ხომ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა.ქმარი ლაშქარს იყო და ცოლი ამბავს უყვებოდაო,ძველი ნათქვამია და თვითონ ეს ბიჭები უარყოფენ ამ ყველაფერს.ჩვენ რა უფლება გვაქვს არ დავუჯეროთ,როცა ორივე მხარე უარყოფს?თუ რაიმე სინამდვილეში მოხდა კიდეც,თვითონ მორიგდებიან.ამდენი წელია ერთად მოდიან და ერთმანეთის დაკარგვა ასე ადვილი არ იქნება,ხოლო რაც მეტი ხმაური ატყდება,შერიგება მით უფრო გაუჭირდებათ.ყოველთვის ასე ხდება,როცა გარედან ენები ჩაერთვებიან,იქ სიტუაცია მძიმდება და აფეთქებამდე მიდის.
სოსო
28 ნოემბერი 2018 12:20
0
ამ ძიუდოისტებს თავიანთი რესურსი ისედაც ამოწურული ქონდათ ლიპოს კიდევ შეეძლო შედეგის დადება მაგრამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს ნაკრები როგორც ლაშაზე და ვაჯაზე ხელის ამწევმა ყველა სპორცმენმა! და ამათ აუცილებლათ უნდა მიყვეს ფედერაცია სრული შემადგენლობით სწორეთ იქიდან მოდის ამ დაპირისპირების მიზეზები! ძირს ფედერაცია! ძირს უღირსი ძიუდოისტები! უფლეს წყალობით საქართველოს ყავს ახალგაზრდები რომლებსაც უფრო დიდი შედეგების მოტანა შეუძლიათ!!!
lelo
27 ნოემბერი 2018 13:18
2
ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ უნდა მოკვეთოს თითოეული ძიუდოდან რათა მსგავსი სირცხვილი აღარ გამეორდეს. ვინ მისცათ უფლება ტურნირზე სადაც ქვეყნის სახელით მონაწილეობენ ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინონ. მაგრამ მგონია რომ ხელს დააფარებენ შეარიგებენ და ვითომ არაფერი მომხდარა.
David
27 ნოემბერი 2018 13:13
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული