ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

AutoSharing Option
ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის შესაძლო მომხდარ ხელჩართულ ჩხუბზე კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს ვთხოვეთ.

- პირველ რიგში, უნდა გკითხოთ ოსაკაში მომხდარ ინციდენტზე. ადასტურებთ ამ ფაქტს თუ არა, რამდენად შეესაბამება რეალობას?
- ამ ეტაპზე ჩვენთან ფედერაციაში რაიმე ტიპის საჩივარი ან განცხადება არ შემოსულა და არც არავის მოუმართავს. შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. თუ ვინმე წარმოადგენს რაიმე ტიპის მტკიცებულებას და ეს ფაქტი დადასტურდება, იქნება ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ესეთი ფაქტი არ მომხდარა?
- არა,
გიპასუხეთ უკვე.

- თუ, ვთქვათ, ეს ფაქტი დადასტურდა, როგორ მოიქცევა ფედერაცია?
- თუ ვინმე წარმოადგენს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას, არსებობს სადისციპლინო კომისია, არსებობს აღმასკომი, ვისი უშუალო კომპეტენციაა ეს საკითხი და იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება. ისევე, როგორც ნებისმიერ გადაცდომაზე, რასაც ექნება მომავალში ადგილი, კონკრეტული სპორტსმენი იქნება, ექიმი თუ მწვრთნელი, ვინც ზიანს მიაყენებს ძიუდოს ფედერაციას, ჩვენი მხრიდან იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება.

- ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ გაავრცელა. ფედერაცია არ გეგმავს გამოძიებას?
- გამოძიება იწყება იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს უფლებები დაირღვა და თუ ასეთი ფაქტი მოხდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

- აი, თუნდაც ლაშა შავდათუაშვილის შემთხვევაში, ითქვა, რომ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის გამო ვერ მიიღო ტურნირზე მონაწილეობა. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- ლაშა შავდათუაშვილი დღეს თვითონ გააკეთებს განცხადებას და შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება. მე ვესაუბრე მას და გავრცელებული ჭორები ამით დამთავრდება.

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ კომენტარიდან ჩანს, რომ ფედერაცია ამ ინციდენტის მიჩუმათებას აპირებს. პირველ რიგში ეს პრეზიდენტია გასაშვები და შემდეგ ყველა ის ძიუდოისტი, ვინც ხელი აღმართეს შავდათუაშვილის და მარგველაშვილის წინააღმდეგ
iason dabneuli
27 ნოემბერი 2018 16:36
7
ეს კი ჩამომდგარა და ,,არაფერი იცის ბიჭმა".ერთიანად გინდათ გასუფთავება ახალი ხალხით.აზიხართ ბიუჯეტს ტკიპებივით ,ნორმალური პასუხიც კი არ შეგიძლიათ გასცეთ.
gigusha
27 ნოემბერი 2018 15:28
0
ეს ძალიან სამარცხვინო ამბავი მართლა მომხდარა და ცოტა კაცობა მაინც გეყოს რომ თქვენი წილი პასუხისმგებობა აიღით შენ და ქევხიშვილმა ამ მართლაც გაუგონარ სირცხვილზე!!! თავი მოგვჭერით მთელს ძიუდოს სამყაროში და ეხლა უარზე გადიხარ? ვინ ხარ და საიდან მოეთრიეთ ასეთი ფულის ჩმორები?! გამოეთრიე და თქვი სიმართლე შე .....
პაატა
27 ნოემბერი 2018 14:23
2
ქევხიშვილი რატო ქევხიშვილმა სცემა?? თუ იმათ უნდა მიეხედოთ დღე და ღამე თავის მედლებს რომ გვამადლიან თითქოს ჩვენ ვიღებთ იქიდან პრემიებს და თავში აქვთ ავარდნილი, სვანური ბანდა რომ შეკრეს და უკვე კრიმინალსაც მიჰყვეს ხელი....დაფიქრდით ცოტა და სწორი აქცენტები გააკეთეთ
ambebi
27 ნოემბერი 2018 16:51
1
მასე სირაქლემას პოზიციაში ყოფნით უფრო აირევა სიტუაცია ნაკრებში.
მკაცრი სანქციებია საჭირო.
უნდა გაირკვეს მიზეზი და დამნაშავენი ჩამოშორდნენ (გარკვული დროით ან სამუდამოდ) ნაკრებს, აღნიშნულ წონებში კი სხვებს მიეცეთ განვითარების საშუალება.
როგორც ჩანს ზოგ-ზოგიერთებს თავში აუვარდათ უკვე.
სპორტსმენის საქმე სპორტული ასპარეზობაა და არა პოლიტიკური განცხადებების კეთება (ნებისმიერი მხარის სასარგებლოდ).
ქომაგი
27 ნოემბერი 2018 14:29
3
განცხადება და და საჩივარი კი არა, პირადად უნდა გაერკვეს სიტუაციაში. ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს პირველყოფილი მეთოდებით ანგარიშსწორება ?
????
27 ნოემბერი 2018 17:27
1
ეს პრეზინდეტი ვინ არის ?ოდესმე უჭიდავია?
rezi
27 ნოემბერი 2018 15:26
0
აი "კაკრას" მოჭიდავე არ უნდა იყოს პრეზიდენტი და მენეჯერი. მოჭიდავე მაქსიმუმ ტრინერი უნდა იყოს და იქნება საქმე წინ. პრეზიდენტი უნდა სახე იყოს ლაპარაკი ეხერხებოდეს საერთაშორისო დონეზე საქმის კეთება იცოდეს მოლაპარაკებებზე ჩუმად არ იჯდეს დამკვირვებლის როლი არ ჰქონდეს. თუ მოჭიდავეს ეს უნარები ექნება იყოს რა უჭირს. მაგრამ მინიმუმ ლ-ს რომ ვერ ამბობს კაცი და შესაზლებლობების მაქსიმუმი "რაიონის იმედია" ისეთი მოჭიდავე არა. ლიპარტელიანის "გამომდინარე აქედან" ებით ლაპარაკი და ჭრიკიშვილის რაიონული მასშტაბის ქართული, "ჩემნაირ ინწელიგენწებს" ყურს ჭრის მაინც. რო გამოდის ნაკრების წევრი ტლევიზორში აი ეგრევე სოფლის სუნი მცემს ხოლმე რა. მაწონის და ნეხვთან ნადები თივის არომატებით რაღაცნაიაირი ერთმანეთში არეული.
ზ.კალორია
27 ნოემბერი 2018 17:42
5
წითელ ლოყებზე გეტყობა რის გამკეთებელიც ხარ
sio
27 ნოემბერი 2018 14:53
0
ბიუჯეტის ანუ ხალხის,ხარჯებით დადიხართ,და თურმე საჭიდაოთ კიარა იქაც პოლიტიკოსობთ.იმ სიშორეზე რომ არ გაგემასხარავებინათ თავი.აქ ვერ მოაგვარეთ?
gigusha
27 ნოემბერი 2018 15:24
1
ანუ თითქოს არაფერი მომხდარა და გავაგრძელოთ ლაღი ცხოვრება?! ეასაა ფედერაციის პოზიცია?! მაშინ გასაგებია რატომ გვაქვს ძიუდოში აწყობილი საქმე, თუმცა ისედაც ვიცით, უბრალოდ ახლა ესეც დაემატა :)
ირაკლი
27 ნოემბერი 2018 14:14
2
უხერხემლო კანტორა და უხერხემლო პრეზიდენტი, ნუ გვაყრით ბიჭო თვალებში ნაცარს, არ ვართ სულელები!
ჯეიმს ბონდი
27 ნოემბერი 2018 16:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული