ლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელიც ოსაკაში მომხდარ შესაძლო დაპირისპირებას ეხება.

"მოგესალმებით, გულშემატკივრებო. მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. შემდეგ კი Sportall.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს დანარჩენმა ძიუდოისტებმა სცემეს, რომლებიც ტურნირზე იმყოფებოდნენ, გარდა გურამ თუშიშვილისა. წყარომ საკუთარი
ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველას გვახსოს,რომ წლის საუკეთესო გუნდად არაერთხელ დასახელებულა ძიუდოს ნაკრები,ახლა კი.......... არ არსებობს "წლის უარესი" თორემ სამართლიანად მივაკუთნებდი ამ ცალტვინათა კრებულს
გელა 67
04 დეკემბერი 2018 14:27
0
ვინ ჭამს მაგას???
ეხლა მართლა საცემი ხარ, თან მაგრად, ტყუილისთვის.
კ ო მ ბ ლ ე
03 დეკემბერი 2018 11:41
0
ბოდიში ბატონებო,გთხოვთ გცაპატიოთ.ჩემი ნება რომ იყოს ამათ ყველას გავუშვებდი ნაკრებიდან და ახალგაზრდა თაობას ავიყვანდი.
გიოშა
28 ნოემბერი 2018 12:29
2
თქვენ რააა?ხალხს დასცინიხართ?თუ ტრამვები გქონდათ რაღას მიდიოდით(ბიუჯეტის ხარჯებით)ტურისტები ხართ?იაპონია ხომ გქონდათ ნანახი?ახლა სხვები გაგეშვათ იმათაც ენახათ.გზას მაინც ისწავლიდნენ.და თქვენი გასარჩევი საქმეები აქ გერჩიათ.და არა მსოფლიოს სამასხაროდ...ასეც მოიქცეოდი ვიცოდი უარყოფდი ,მარა შენს გულში რა ხდებაა??
gigusha
28 ნოემბერი 2018 11:25
1
ალბათ ფედერაცია და აღმასკომი უნდა გადადგეს ამის შემდეგ. ასევე ვინც ამათზე ხელი აწია ყველა უნდა სამუდამოდ მოკვეთონ ნაკრებიდან და ლიპარტელიანს საერთოდ ძიუდოსთან ურთიერთობა აუკრძალონ ბევრი წლით (არა მარტო საქართველოში). ძიუდოც დალაგდება და მეორედაც არავინ იკადრებს მსგავს არაკაცობას.
gia
28 ნოემბერი 2018 02:07
3
თუ ტრამვა გქონდა რატომ წახვედი ტურისტად?
ჯ ი ჯ ი
27 ნოემბერი 2018 22:27
4
დამალე დამალე და მეორედ და მესამედ რო გადაგივლიან შენც და ყველას უარესის ღირსი იქნებით
გიო
27 ნოემბერი 2018 20:07
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული