გუანჯოუს მასტერსი: ქართველებს 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ

AutoSharing Option
15 დეკემბერს ჩინურ გუანჯოუში ძიუდოს წლის შემაჯამებელი მასტერსი დაიწყო, სადაც მედლისთვის 3 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

დღეს საჭიდაოდ 60, 66 და 73 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტების გავიდნენ.

60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი ფინალაში გავიდა, სადაც რუსეთის სახელით მოასპარეზე რბერტ მშვიობაძეს შეხვდება.

პაპინაშვილმა ფინალამდე ამარტუვშინ დაშდავას სძლია, ხოლო მანამდე რუსეთის წარმომადგენელ ისლამ იაშუევს და ჩინელ იუ შენგს მოუგო.

60 კილოგრამში საქართველოს მეორე წარმომადგენელი ლუხუმ ჩხვიმიანი რობერტ მშვიობაძესთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ გარნინის დაუპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში
მარგველაშვილმა კუბელ ოსნიელ სოლისს მოუგო, თუმცა შემდეგ ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთ, სადაც მონღოლ ჰერლენ განდბოლს მოუგო.

73-ში 66-ის მსგავსად ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.

პირველ შეხვედრაში შავდათუაშვილი თურქ ბილალ სილოგლუს მოუგო, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კოსოვოელ აკილ გჟაკოვას მოუგო.

ფინალური ბლოკი 13:00 საათიდან დაიწყება. Sportall.ge ფინალური ბლოკის პირდაპირ ლაივ-სტრიმს შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოქროს ვინც ვერ აიღებს, ქოთი!!!
არჩილა
11:41 15-12-2018
1
სად შეიძლება პირდაპირ ეთერს ვუყუროთ?
natia
13:13 15-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული