გუანჯოუს მასტერსის ფინალი: პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს გუანჯოუს მასტერსის ფინალში ამირან პაპინაშვილი (60) რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიობაძესთან დამარცხდა.

ძიუდოისტებს შორის შეხვედრის ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა, შესაბამისად პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პაპინაშვილმა ფინალამდე ამარტუვშინ დაშდავას სძლია, ხოლო მანამდე რუსეთის წარმომადგენელ ისლამ იაშუევს და ჩინელ იუ შენგს მოუგო.

60 კილოგრამში საქართველოს მეორე წარმომადგენელი ლუხუმ ჩხვიმიანი რობერტ მშვიობაძესთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ გარნინის დაუპირისპირდება.

73-ში 66-ის მსგავსად ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს,
მისი მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ქართველი რუსეთის ჰიმნზე არ დადგება! და ვინც დადგება, ის ქართველი არ არის!
13
60 კილოგრამში ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე "ვაჟკაცმა" მშვიდობაძემ საქართველოს დროშის ქვეშ მოასპარეზე პაპინაშვილი დაამარცხა??? მშვიდობაძეს რომ რაიმე მოემიზეზებია და საერთოდ არ გასულიყო საჭიდაოთ მეტად ვაჟკაცობაში ჩაეთვლებოდა.მშვიდობაძე დაჯილდოებისას არა მარტო დადგა რუსეთის ჰიმნზე არამედ სიამოვნებისგან ღიმილსაც კი არ მალავდა???
გიოშა
14:08 15-12-2018
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული