ლაშა შავდათუაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
15 დეკემბერს ლაშა შავდათუაშვილმა (73) გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლი ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა.

პირველ შეხვედრაში შავდათუაშვილი თურქ ბილალ სილოგლუს მოუგო, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კოსოვოელ აკილ გჟაკოვას მოუგო.

შეგახსენებთ, რომ გუანჯოუს მასტერზე ამირან პაპინაშვილმა (60) ვერცხლის მედალი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლუხუმ ჩხვიმიანი (60) სამწუხაროდ მედლის გარეშე დარჩა. 16 დეკემბერს გუანჯოუში ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (+100) გამოვლენ. შეხვედრები 07:00 საათიდან დაიწყება, ხოლო
ფინალური ბლოკი 13:00 საათიდან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩხვიმიანი რატომ დაყავთ ყველა ტურნირზე გაუგებარია. მაქსიმუმ 1 შეხვედრა მოიგოს და ამ ბოლოს იმასაც ვერ ახერხებს. 60 კგ ის მაგივრად გააოროს და 81 კგ ში წაიყვანოს 2 მონაწილე.
ძიუდო
18:40 15-12-2018
1

სიახლეები პოპულარული