თვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
გუშინ, 14 იანვარს საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაანონსებული გამოძიების ნაცვლად, თვალებში მორიგი ნაცრის შეყრა მივიღეთ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"როგორც ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, 2019 წლის 12 იანვარს სასტუმრო "ბილტმორში", 12:00 საათზე ჩატარდა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის მიერ დაანონსებული ძიუდოს, როგორც ერთიანი სპორტული ოჯახის გაფართოებული შეხვედრა, პირობითი სახელწოდებით, "ძიუდოს ღირსების დარბაზი", რომლის მიზანიც გახლდათ ფედერაციაში შექმნილი მდგომარეობის დეტალური განხილვა და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. შეხვედრაზე, კლუბების გარდა, მოწვეულნი იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ვეტერანი ძიუდოისტები, ასევე, ყველა
დამსახურებული მწვრთნელი.

თითოეულ წევრს მიეცა საშუალება თავისი აზრის დაფიქსირების, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა, რომლის ძირითად პათოსადაც განისაზღვრა ყველა დაპირისპირებული ჯგუფისა თუ პიროვნებებთან მიმართებაში შემრიგებლური, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გაჯერებული პოზიცია. ამავე დროს, კენჭისყრის ფორმატით სრული მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული ეროვნული ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის, ასევე, ახლად არჩეული პრეზიდენტისა და აღმასკომის მიმართ.

შესაბამისად, მიეცა რეკომენდაცია აღმასკომის გაფართოებული ფორმატის ფარგლებში უკვე შექმნილ კომისიას, ერთი მხრივ, პირველ რიგში მუშაობა გააგრძელოს არა სადამსჯელო, არამედ სწორედ ურთიერთობის ნორმალიზებისა და ბოლო პერიოდში ცალკე გამოკვეთილი ჯგუფებისა თუ ინდივიდუალურად ცალკე აღებული პიროვნებების ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, იყოს მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი მომავალში ყველა ისეთი თვითნებური ქმედების მიმართ, რომელიც ლახავს ძიუდოს, როგორც ერთიანი ოჯახის, სახელსა და ინტერესს."

თუ აქამდე ძიუდოს ფედერაცია არ აფიქსირებდა, რომ რაიმე სახის დაპირისპირება მოხდა, ამჯერად უკვე დაპირისპირებულ ჯგუფებზე საუბრობს. ესეც პროგრესია, რადგან აქამდე უნდოდათ დაგვეჯერებინა, რომ სრულ იდილიაში ცხოვრობდნენ.

"ძიუდოს ღირსების დარბაზს" კი ერთი რამ გამორჩა, რომ ძიუდო ხალხისაა, ხალხის ფულით ფინანსდება და კეთილი უნდა ინებონ, ნაცრის შეყრის ნაცვლად პასუხები გასცენ. რამდენად სამართლიანია, რომ კონკრეტული სპორტსმენი ჩემი ფულით ისვენებს და ამავდროულად, სახელსაც მირცხვენს? საგამოძიებო კომისიის ნაცვლად ცოდვების მიმტევებელი და შემრიგებელი კომისია მივიღეთ. ისე გამოვიდა, რომ ფედერაციამ უბრალოდ დრო გაწელა, სურდათ, მღელვარება ჩაექროთ და ახლა ზედმეტ თავის ტკივილს, სიტუაციიდან გამოძრომა არჩია.

არადა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გამჭვირვალე კომისიას გვპირდებოდა, სადაც აღმასკომის წევრები, ვეტერანი ძიუდოისტები, სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტის კომიტეტი, ოლიმპიური კომიტეტი და ჟურნალისტებიც იქნებოდნენ.

თუმცა "ძიუდოს ღირსების დარბაზში" ბოლო ოთხს რა ესაქმებოდა, ხომ შეიძლება მათი აზრი რომელიმეს არ გაეზიარებინა და დანარჩენი დელეგატების მსგავსად მათთვის კვერი არ დაეკრა? 

altგიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი

ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? ამ ყველაფერს მომავალი თაობა უყურებს და მათ აუცილებლად ექნებათ უსამართლობის განცდა, მომავალი თაობა კი ძიუდოს ღირსებისა და წმინდა წესების საფუძველზე უნდა გაიზარდოს, უფროს თაობაში მათ თავიანთი რჩეული უნდა ჰყავდეთ, ვისაც მიბაძავენ, ფედერაცია კი მათ განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს და აჩვენებდეს, რომ დისციპლინა წარმატების საწინდარია, მისი დარღვევა კი ხალხის უპატივცემულობაა და არასდროს არ უნდა მოხდეს ეს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ძიუდოს ფედერაცია უნდა გადაკეთდეს შპს-დ.
ამაზე მეტად პასუხისმგებლობის შეზღუდვა სად გაგონილა :D

სკკპ-ს ყრილობაზე ნათქვამ განცხადებას გავს. შუალედებში ხანგრძლივი და მქუხარე ტაში აკლია, შიგადაშიგ აპლოდისმენტებში გადაზრდილი და ეგაა.
გატუზო
10:14 15-01-2019
2
დავსაჯოთ ძიუდოისტები აუკრძალოთ ჭიდაობა იმიტომ რომ დისციფლინა არ ააქვთ!!!!! ტალახაძეს აუკრძალოთ შტანგასთან მიახლოება იმიტომ რომ კლიპში გაბედა გამოჩენა!!!!! თავისუფალი სტილის მოჭიდავეები საერთოთ სპორტის ხსენებაც აუკრძალოთ მაგათ ხომ რუსული გერბით პიჟამოები ეცვათ!!!! ბერძნული სტილის მოჭიდავეები საერთოთ გავყაროთ ქვეყნიდან რაც მაგათ სპორტის სასახლეში გააკეთეს კრიტიკას ვერ უძლებს!!!! ფიქროფთ საერთოდ ვინებს აკრიტიკებთ და რეებს წერთ??? სპორტი ჩემთვის არის მეორე ცხოვრება და მწყინს ძალიან ხალხი ისე რომ აკრიტიკებს ამ სპორცმენებს რომ წარმოდგენაც არ ააქვთ ამ ადამიანებზე მათ მწარმსზე და თავი უკეთესები გონიათ. არა და ეს ხალხი არის ქვეყანაზე უსაზღვროთ შეყვარებული ადამიანები მე პირადულათ მაქვს ამ ხალხთან ურთიერთობა და ისიც ძალიან კარგათ ვიცი რომ აქ წარმოთქმულ ბრძნულ აზრებზე ძალიან ნერვიულობენ!!! მე ვამაყობ თითოეული მათგანით და ისიც კარგათ ვიცი რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იოცნებებდა და იამაყებდა ამ ადამიანებით!!!! გაუმარჯოს ჩვენს სპორცმენებს და მათ გულ შემატკივრებს ნაღდ ქართველებს!!!!
iberieli
18:50 15-01-2019
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული