შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა

AutoSharing Option
ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციაში წელიწადია უკვე დაპირისპირებაა და დღეს ეს საკითხი უკვე ამოწურულია.

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო", - განაცხადა ხაბარელმა.

საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

„ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს
განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით, მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული. უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

altთვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
ცხვარი დაკალით და ყველაფერი კარგად იქნება ვაი....................
TARASI
30 იანვარი 2019 16:08
8
შენ დაუკარ... შერიგებულან :) და კანონი?
ამიტომ არაფერი გვეშველება!
ამ რელიგიით სპეკულაციებმა ტვინი წაიღო.
1234
30 იანვარი 2019 21:48
11
შერიგება და მშვიდობა ვინ მამაძაღლს ეწყინება მაგრამ პრობლემები თუ აღმოიფხვრა?
რა მოხდა და რატომ ეს თუ გაირკვა და დალაგდა?
ბათუმი
30 იანვარი 2019 21:34
3
გამიხარდა. საქართველოს ერთი კაციც არ ყავს დასაკარგავი მითუმეტეს ესეთი ბიჭები.
წარმატებები
30 იანვარი 2019 22:29
6
მოკლედ ბაზარია ეს ქვეყანა .....
lsd
30 იანვარი 2019 19:34
4
ეხლა ხათრით გაჩერდნენ და შერიგდნენ,მაგრამ თუ მიზეზები არ აღმოიფხვრა,ძალიან მალე, ათჯერ უფრო ძლიერად აფეთქდება და მაშინ რაღარ ვშვრებით?მაგაზე ფიქრობს ვინმე?
სოსო
30 იანვარი 2019 19:41
4
მერე ალბათ მსოფლიო სინკდი შეიკრიბება და რამეს გვიშველიან
ირაკლი
31 იანვარი 2019 04:48
5
ძალიანაც კარგი თუ შერიგდნენ და აწი მშვიდობა დაისადგურებს, მაგრამ ის მიკვირს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაა ჩამოსული უკრაინის საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ ძიუდოისტებს ვარიგებთ? რაღაც არ ჯდება ლოგიკაში
/*\
30 იანვარი 2019 15:23
17
ეხლა ახალი შემართებით ახალი გამარჯვებებისკენ.
კარგია
30 იანვარი 2019 17:32
4
გეტყობათ ზოგიერთებს რა მაგრადაც შეგტკიოდათ გული.. აბა რა ჯობდა სასაკვდილოდ რომ იყვნენ გადაკიდებულნი? მადლობა სპორტსმენებს და მადლობა ჩვენ პატრიარქს.
Tbilisi
31 იანვარი 2019 10:13
2
რა დონეა
ზურა
31 იანვარი 2019 09:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული