დიუსელდორფის გრანდ სლემი: ჩხვიმიანი ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძეს შეხვდება

AutoSharing Option
22 თებერვალს დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 60 და 66 კილოგრამ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრების წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა. მან მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე დაამარცხა და ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს შეხვდება.

რაც შეეხება ამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მეორე ქართველ ძიუდოისტს, ჯაბა პაპინაშვილი ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. ის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა, რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრაც მოიგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

66 კგ წონით კატეგორიაში ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა გიორგი გუგულაშვილი, რომელმაც
პირველ შეხვედრაში სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩის დამარცხება მოახერხა, თუმცა მეორე შეხვედრაში სლოვენიელ ადრიან გომბოცთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე სულ 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

altსაქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიპოს იმედი გვაქვს ლიპოსი
!!!!!!!
17:58 22-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული