დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა

AutoSharing Option
23 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ასპარეზობას ქართველი ძიუდოისტებიც ღებულობენ.

ოლიმპიური ჩემპინი ლაშა შავდათუაშვილი (73) ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს, სადაც გერმანელ ენტონი ზინგს შეხვდება. სამწუხაროდ შავდათუაშვილი მეოთხედფინალში რუს მუსა მოგუშკოვთან ვაზარით წააგო.

თავიდან პირველ წრეში შავდათუაშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჩეხ იაკუბ იესმინეკს შეხვდა და მტკივნეული ილეთით დაამარცხა. შავდათუაშვილის შემდეგი მეტოქე სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარით დაამარცხა.

ამავე წონაში ფრიდონ გიგანი პირველივე წრეში იაპონელ შოჰეის ონოსთან ვაზარით დამარცხდა.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი
კაციაშვილმა
პირველ წრეში სლოვაკი ფილიპ სტანცელი იპონით დაამარცხა. შემდეგ კი ბულგარელ ივაილო ივანოვთან იპონით წააგო..

ამავე წონაში ბექა დონგვანმა პირველივე წრეში აზერბაიჯანელ ფაგან გულუზადასთან სამი გაფრთხილები წააგო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიგანს ყოჩაღ, კარგად ებრძოლა იაპონელს, ლაშას მხრიდან კი ცოტა მოსაბეზრებელია ეს უშანსო წაგებები რუსებთან და აზერებთან, მესამე ადგილი მისი მაქსიმუმი გახდა სამწუხაროდ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული