ფოტო: Ijf.org
8-10 მარტს მაროკოს ქალაქ მარაკეშში ძიუდოს გრან პრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 8-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს.
საქართველოს მაროკოში შემდეგი სპორტსმენები წარადგენენ:
60 კგ - ამირან პაპინაშვილი
66 კგ - გიორგი გუგულაშვილი, ნიკო ჭიკაიძე
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი
90 კგ - გიორგი პაპუნაშვილი
ტურნირი სტარტს თბილისის დროით 13:30 საათზე აიღებს.
ძიუდო. საქართველოს ნაკრები უნგრეთიდან ბრინჯაოთი ბრუნდება