9 მარტს, მაროკოს ქალაქ მარაკეშის გრან პრის მეორე დღეს ფინალში გავიდა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).
შავდათუაშვილმა ალჟირელ ფეთი ნურინს, რუმინელ ალექსანდრე რაიკუს და გამბიელ ფაი ნდზიეს სძლია და ფინალში რუს დენის იარცევს შეხვდება.
სამწუხაროდ მედლების გარეშე დარჩნენ ფრიდონ გიგანი ( 73 კგ ), ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი (81 კგ).
გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.
ხვალ ტატამზე საჭიდაოდ გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) გავა.