9 მარტს, მაროკოს ქალაქ მარაკეშის გრან პრის მეორე დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ფინალში რუს დენის იარცევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შავდათუაშვილმა იქამდე ალჟირელ ფეთი ნურინს, რუმინელ ალექსანდრე რაიკუს და გამბიელ ფაი ნდზიეს სძლია.
სამწუხაროდ მედლების გარეშე დარჩნენ ფრიდონ გიგანი ( 73 კგ ), ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი (81 კგ).
ხვალ ტატამზე საჭიდაოდ გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) გავა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.