ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი, შსს-ს თანამშომლებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. "რეკორდერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სპორტსმენის დაკავება 5 მარტს, ღამის 3 საათზე, მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ნაგლიაშვილს, საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა.

"რეკორდერის" ინფორმაციით, ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. მისი დაპატიმრება კი კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის მეუღლემ პოლიციაში წ
არადგინა.

ძიუდოს ფედერაციაში ამბობენ, რომ სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იციან, რომ ძიუდოისტს ოჯახური პრობლემები აქვს.

როგორც "რეკორდერს" შინაგან საქმეთა სამინისტრო განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

წყარო: recorder.ge