ბაქოს გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი გზას აგრძელებს

AutoSharing Option
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი

დღეს, 10 მაისს, ბაქოს გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც გამოდიან.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ შეხვედრაში ებრაელ დანიელ ბენ დავიდს სძლია, ხოლო მეორე შეხვედრაში ყაზახ მაგჟამ შამშადინს შეხვდება.

ჯაბა პაპინაშვილმა უკრაინელ არტიომ ლუსიკს ვაზარით სძლია და შემდეგ ეტაპზე ყაზახ ბაურჟან ნარბაევს შეხვდება.
ქალებში ტურნირზე სულ 2 წარმომადგენელი გვყავს და ორივე 52 კილოგრამში.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ შეხვედრაში უნგრელ რეკა პაპს ვაზარით სძლია. მისი შემდეგი მეტოქე თურქმენეთის წარმომადგენელი გულბადამ ბაბამურატოვა იქნება.

მარი მახარაშვილი, სამწუხაროდ,
ხოანა რამოსთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული