ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი მოჭიდავის პირველი მეტოქე რუმინელი ვლად ვიშანი გახლდათ. გრიგალაშვილმა მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა.
შემდეგ ეტაპზე ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ტატომ ისიც დაამარცხა.
მესამე ტურში მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იყო. გრიგალაშვილმა აზერბაიჯანელ მოჭიდავესაც აჯობა.
1/4 ფინალში ქართველის წინააღმდეგ ტატამზე შვედი რობინ პასეკი დადგა. ტატომ შვედი ძიუდოისტი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში კი, ბულგარელ ივაილო ივანოვთან მე-9 წუთზე დამარცხდა.
81 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართველი - ნუგზარ ტატალაშვილი. სამწუხაროდ, ნუგზარი მესამე წრეში დამარცხდა ებრაელ მეტოქესთან.
73 კგ კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში წააგო ლაშა შავდათუაშვილმა.
დღეს ქართველებისაგან მხოლოდ გრიგალაშვილმა მოიპოვა მედალი.