ბაქოს გრანდ სლემი: გელა ზაალიშვილმა რუსეთის მეორე წარმომადგენელსაც იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს, ბაქოს გრანდ სლემზე ჩემპიონი გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდა.

ზაალიშვილმა ფინალამდე ჰოლანდიელი როი მეიერი, აზერბაიჯანელი რუსტამ კოსტოევი და რუსი ანტონ კრივობოკოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ასევე რუსეთის წარმომადგენელს, რუსლან შახბაზოვსაც იპონით სძლია.

მან კარიერაში პირველად მოიგო გრანდ სლემი.

ტურნირზე თემურ ნოზაძემ (60 კგ) ვერცხლის, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ღირსებას კიდევ რამდენიმე ძიუდოისტი იცავდა - გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) მერვედფინალში გერმანელ სვენ ჰაინლისთან დამარცხდა, ონისე სანებლიძე (100 კგ) - რუს კაზბეკ ზანკიშიევთან, გიორგი ბერიაშვილი
(100კგ)  - უნგრელ ზალან ოჰატთან, ლაშა ბექაური  (90 კგ) მონღოლ ალტანბაგანა ჯანტულგასთან, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) კი - აზერბაიჯანელ მამადალი მედიევთან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გელა ძალიან მაგარია. კიდე მოუმატე და შენი მომრევი არავინ იქნება
ირაკლი
20:55 12-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული