4 ივლისს ნეაპოლში დაწყებულ უნივერსიადაზე ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ბექაურმა ფინალში ავსტრიელ იოჰანეს პაჰერთან წააგო.
ფინალამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მონღოლი პუნცაგცერენ განბაატარი, ფრანგი აატუ ლამანე, მოლდოველი იურიე მოკანუსი და თურქი მერთ სისმანლარი დაამარცხა.
სამწუხაროდ, მძიმეწონოსანმა ამირან წიქორიძემ პირველივე ბრძოლა დათმო ბელარუს ბოგდან ვოიციკთან და ტურნირს გამოეთიშა.
სამწუხაროდ, მძიმეწონოსანმა ამირან წიქორიძემ პირველივე ბრძოლა დათმო ბელარუს ბოგდან ვოიციკთან და ტურნირს გამოეთიშა.
5 ივლისს ნეაპოლის ტატამზე გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ბექა უდესიანი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გავლენ.