პარაძიუდო. საქართველოს ნაკრები აშშ-დან 3 მედლით დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ფორტ ვეინის გრან პრიზე სამი მედალი მოიგო. ტოკიოს პარაოლიმპური თამაშების ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს ინდიანაპოლისმა (აშშ) უმასპინძლა.

ფორტ ვეინის გრან პრის ოქროს მედლები და ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს ზვიად გოგოჭურმა (100კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (+100კგ), ხოლო გიორგი გამჯაშვილი (66კგ) მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს დაეუფლა.

ტოკიო 2020-ის დაწყებამდე პარაძიუდოს ნაკრები კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.

მომზადებულია Sportstat.gov.ge-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული