13 ივლისს ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81) ბუდაპეშტის გრან პრის ნახევარფინალში გავიდა.
გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს დამატებით დროში სძლია.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი ყაზახ დიდარ ხამზასა და უნგრელ ატილა უნგვარის შორის გამარჯვებულს შეხვდება.