ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

ღვინიაშვილმა ფინალში იპონით იაპონელი სანშირო მურაი დაამარცხა.

იქამდე ბექამ სლოვენიელ ნარსეი ლაცკოვიჩს, უზბეკ შახზოდბეკ საბიროვს, იაპონელ კენტა ნაგასავას და უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.

ზაალიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი რუს ანტონ ბრაჩევს, ებრაელ ორ სანსონს, პოლონელ მაცეი სარნაცკის და ჰოლანდიელ როი მეიერს მოუგო და გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა მეიერს სძლია და
ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები აგრეთვე ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

altგელა ზაალიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალში არიან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
Ai tqven genacvaleeet.... warmatebebit gevlot sul! !!
Mirosan
22:16 28-07-2019
1
28-07-2019 ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს სპორტის ისტორიაში! ხუმრობა საქმე როდია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ზედიზედ მეორედ ჰამბურგის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მოგება და ამასთან ერთად ძიუდოში,ერთ დღეს, ორი იაპონელის დამარცხება,თანაც გრან პრის ფინალში!ვულოცავთ ბექა ღვინიაშვილს და გელა ზაალიშვილს ამ დიდ წარმატებას!
გიოშა
04:08 29-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული