შეხვედრები დილის 06:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან იქნება.
ჩატარების ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს პირველი ორი ჩემპიონატი სწორედ ტოკიოში გაიმართა 1956 და 1958 წლებში.
შეხვედრები 14 000-იან არენაზე, "ნიპპონ ბუდოკანზე" გაიმართება, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც "საბრძოლო ხელოვნების სასახლე".
ეს დარბაზი საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში და მას ბევრი რამ ახსოვს: მუჰამედ ალისა და
მნიშვნელოვანი ფაქტები
- ბოლო მონაცემებით, მონაწილეობას 149 ქვეყანა მიიღებს, სპორტსმენთა რაოდენობა კი 863 იქნება - 521 ვაჟი და 342 ქალი.
- მთავარი დანაკლისი ტედი რინერი და სოიჩი ჰაშიმოტო იქნებიან. პირველ შემთხვევაში ფრანგმა კვლავ არ ისურვა ასპარეზობა და მეორე შემთხვევაში იაპონელს ტრავმა აქვს.
საქართველო
ჩვენი ნაკრები ძლიერი შემადგენლობით არის წარმოდგენილი და მინიმუმ ერთ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს უნდა ველოდოთ. კვლავ ვერ ვიასპარეზებთ გუნდურ შეჯიბრებაში, რადგან ქალთა გუნდი არ გვყავს და იაპონიაში მხოლოდ ერთი წარმომადგენლით ვიმყოფებით.
ამავდროულად, კვლავ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრები დაყოფილია და ტოკიოში ჯგუფებად არიან დაფანტულნი.
ვაჟები
- 60 კგ. ამირან პაპინაშვილი (ბრინჯაოს ფავორიტი - ოქროს ფავორიტი ნაჰოისა ტაკატო - იაპონია), ლუხუმ ჩხვიმიანი.
- 66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი (ვერცხლის ფავორიტი), ბაგრატ ნინიაშვილი (ბრინჯაოს ფავორიტი, ოქროს ფავორიტი - ჰიფუმი აბე - იაპონია).
- 73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი შოჰეი ონო - იაპონია).
- 81 კგ. ლუკა მაისურაძე (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი საგი მუკი - ისრაელი).
- 90 კგ. ბექა ღვინიაშვილი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი ბექა შერაზადიშვილი - ესპანეთი).
- 100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი აარონ ვულფი - იაპონია).
- +100 კგ. გურამ თუშიშვილი (ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტი).
ქალები
- 52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
P.S. 24 აგვისტოს გაიმართება წილისყრა და გაირკვევა ქართველი ძიუდოისტების სათამაშო ბადე.
ქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფი მსოფლიოს თასზე!
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილს ვიდეორგოლი მიუძღვნა [VIDEO]
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ეხლა კიდე სტატიაში გიწერიათ:
ამავდროულად, კვლავ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრები დაყოფილია და ტოკიოში ჯგუფებად არიან დაფანტულნი.
ეს ყველაფერი რას ნიშნავს???!!!...
და რაც ხდება ჩვენს ძიუდოში ეს არის კოშმარი - მაფიოზები მართავენ ჩვენს ძიუდოს... რეკეტი, ფულაობა, ერთმანეში სიბინძურე, ცილისწამება, ჯგუფებად დაყოფა,პოლიტიკის ჩარევა და ჩხუბი... ერთმანეთს ჭამდნენ ძიუდოისტები.რამდენი შემთხვევა იყო დაუნდობლად ცემეს ერთმანეთი, მერე ვითომ მალავდნენ, მაგრამ რა დაიმალება?.. ბოლოს ისევ იაპონა არ იყო, ლიპარტელიანის თამადობით შავდათუაშვილი რომ ცემეს?
ეხლა კიდე სტატიაში გიწერიათ:
ამავდროულად, კვლავ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრები დაყოფილია და ტოკიოში ჯგუფებად არიან დაფანტულნი.
ეს ყველაფერი რას ნიშნავს???!!!...