
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია.
25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.
ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ლუკა მაისურაძე
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი
ქალებიდან კი განაცხადში მხოლოდ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გვყავს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ვარლამ
ლიპარტელიანს ერგო, ხოლო ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.