მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

AutoSharing Option
25 აგვისტოდან ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, რომელიც ამჯერად ამ სპორტის სამშობლოში, იაპონიაში ჩატარდება. ქართველ გულშემატკივრებს კი ყურება "სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ.

შეხვედრები დილის 06:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან იქნება.

ჩატარების ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს პირველი ორი ჩემპიონატი სწორედ ტოკიოში გაიმართა 1956 და 1958 წლებში.

შეხვედრები 14 000-იან არენაზე, "ნიპპონ ბუდოკანზე" გაიმართება, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც "საბრძოლო ხელოვნების სასახლე".

ეს დარბაზი საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში და მას ბევრი რამ ახსოვს: მუჰამედ ალისა და
ანტონიო ინოკის ბრძოლა, ოლიმპიადა, "ბითლზისა" და სხვა ცნობილი მუსიკალური შემსრულებლების კონცერტები.

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • ბოლო მონაცემებით, მონაწილეობას 149 ქვეყანა მიიღებს, სპორტსმენთა რაოდენობა კი 863 იქნება - 521 ვაჟი და 342 ქალი.
  • მთავარი დანაკლისი ტედი რინერი და სოიჩი ჰაშიმოტო იქნებიან. პირველ შემთხვევაში ფრანგმა კვლავ არ ისურვა ასპარეზობა და მეორე შემთხვევაში იაპონელს ტრავმა აქვს.

საქართველო

ჩვენი ნაკრები ძლიერი შემადგენლობით არის წარმოდგენილი და მინიმუმ ერთ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს უნდა ველოდოთ. კვლავ ვერ ვიასპარეზებთ გუნდურ შეჯიბრებაში, რადგან ქალთა გუნდი არ გვყავს და იაპონიაში მხოლოდ ერთი წარმომადგენლით ვიმყოფებით.

ამავდროულად, კვლავ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრები დაყოფილია და ტოკიოში ჯგუფებად არიან დაფანტულნი.

ვაჟები

  • 60 კგ. ამირან პაპინაშვილი (ბრინჯაოს ფავორიტი - ოქროს ფავორიტი ნაჰოისა ტაკატო - იაპონია), ლუხუმ ჩხვიმიანი.
  • 66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი (ვერცხლის ფავორიტი), ბაგრატ ნინიაშვილი (ბრინჯაოს ფავორიტი, ოქროს ფავორიტი - ჰიფუმი აბე - იაპონია).
  • 73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი შოჰეი ონო - იაპონია).
  • 81 კგ. ლუკა მაისურაძე (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი საგი მუკი - ისრაელი).
  • 90 კგ. ბექა ღვინიაშვილი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი ბექა შერაზადიშვილი - ესპანეთი).
  • 100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი აარონ ვულფი - იაპონია).
  • +100 კგ. გურამ თუშიშვილი (ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტი).

ქალები

  • 52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
P.S. 24 აგვისტოს გაიმართება წილისყრა და გაირკვევა ქართველი ძიუდოისტების სათამაშო ბადე.

altქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფი მსოფლიოს თასზე!

altძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილს ვიდეორგოლი მიუძღვნა [VIDEO]

altმსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეთერ ლიპარტელიანი რატომ არ წაიყვანეს ხომ არიცით კაი ფორმაშია რაც ზაგრების გრან პრიზეც დაამტკიცა. სულ ცოტა ორი შეხვედრაც რომ მოეგო რეიტინგში ძალიან წინ წაწევდა და ლიცენზიასაც მოიპოვებდა.
კოკო
24 აგვისტო 2019 10:42
0
ეს ვერცხლის და ბრინჯაოს ფავორიტობა საიდან მოიგონეთ? თან თქვენი ლოგიკით კაცებში ოქრო, ვერცხლ, ბრინჯაობს ჩვენ და იაპონია ვინაწილებთ ხომ? დდდ ხო ის ერთი ებრაელი კიდევ, შერაზა ჩვენია.დდდდ
Mmm
24 აგვისტო 2019 01:59
1
ეს ბუტიაობა რით ვერ დაამთავრეს კიდე, ამათ რა თუ ეს მსოფლიო ჩააგდეს ძველი თაობა ყველა უნდა გაიყაროს ნაკრებიდან.
Nnn
23 აგვისტო 2019 22:45
2
თუშიშვილის და ლიპოს მოგებაზე საკმაოდ დიდი ფინანსების ჩადება ღირს თქვენი აზრით ვინც გარკვეული ხართ ჭიდაობის სამყაროში? თითქოს გურამი გამოკვეთილი ფავორიტია და ლიპო როგორ ფორმაშია ან როგორი შანსები აქვს? ასევე 73 კგ ში ონოს მოგება რამდენად რეალურია ?
გისმენთ
23 აგვისტო 2019 20:10
0
კი გურამი მთავარი ფავორიტია და სულ პროგრესირებს, ერთი მეოთხედფინალში უწევს რთული შეხვედრა ჰარასავასთან, ლიპომაც უნდა გატეხოს წესით ნავსი მაგრამ ფინალში გასვლაზე დადება უფრო ნაღდია, ონოზე მწვრთნელი იძახის მაგარ ფორმაშიაო და თუ მართლა ეგრეა არ იქნება არავინ მაგის გამჩერებელი
აჩი
23 აგვისტო 2019 20:46
0
60-კგ პაპინაშვილი, ნაგაიამა მშვიდობაძე სმეტოვს კი ცდება ფინალამდე სადაც ჩხვიმიანი უნდა მოხვდეს აუცილებლათ. მაგრა ნახევარ ფინალში ტაკატოს ვერ აცდება ნახევარ ფინალამდე გასვლაში მას მხოლოთ ფრანგმა ვალიდემ შეიძლება შეუშალოს ხელი. 66-კგ იაპონელებს კი აქვთ გაორმაგებული წონა მაგრამ ფინალამდე მარგველაშვილს ვერ შეხვდებიან რადგან 2 და 3 არიან რეიტინგით ფინალამდე ვაჯასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეები დენის ვიერუ მოლდავეთი და კორიელი ან ბაული იქნებიან. 73-კგ კაციშვილმა არ იცის სად მოხვდება წონის ლიდერი ონო რადგან ის განთესილებში არ არის მაგრამ რომც აგვცდეს ვერ ავცდებით 1/4-ში აკილ გჯაკოვს და 1/2 ტომაშ მაკიას ესე რომ ძნელი ბრძოლები ელის ლაშას. 81-ში ლუკას შეუძლია სასწაულის შემოთავაზება და ჩემპიონობაც! ლუკასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეები ირანელი მოლაესი და ბელგიელი მატიასი იქნებიან! 90-ში 1/4 ში ბექამ სილვა მორალესი კუბა უნდა დაძლიოს და მერე ყველაფერიც შეიძლება მოხდეს. 100-ში ლიპო ფინალამდე უპრობლემოდ უნდა გავიდეს ფინალამდე მას წინააღმდეგობა შეიძლება რუსმა ილიასოვმა და ადამიიანმა გაუწიოს. მძიმეში თუშის ჩემპიონობას მხოლოთ ინალ ტასოევმა შეიძლება გაუწიოს წინააღმდეგობა რომელთანაც მაგარი დაკვირვებით უნდა იჭიდავოს!!
gurami
23 აგვისტო 2019 17:38
0
სულმოუთმენლად ველოდები 25 აგვისტოს. ჩემპიონობა ყველა წონის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნაკრები მართლაც უძლიერესი გვყავს! მთავარია ირწმუნონ ბიჭებმა რომ მათი მომრევი არავინ არის იაპონელებს კი ეჭიდავეთ ქართული შემტევი სტილით. გახსოვდეთ რომ იაპონელებთან ჭიდაობისას მეტოქე თავის მსაჯიანათ უნდა დააიპონოთ რომ არ გაგწირონ! ყურადღება და კონცეტრაცია ყველა სპორცმენთან მე მჯერავს თქვენი! უფალი ფარავდეს თქვენ და სრულიათ საქართველოს.
gurami
23 აგვისტო 2019 16:42
0
ანს აქვს ტრავმა მაგ წონაში (სამხ. კორეა)
აჩი
23 აგვისტო 2019 16:40
1
ყოველდღე 6-ზე არ დაიწყება წინასწარი შეხვედრები, იქნება 5-ზე, 6-ზე, 7-ზე და 8-ზე. და ტრავმა არ აქვს ჰაშიმოტოს, უბრალოდ ვერ მოხვდა ინდივიდუალურ განაცხადში, გუნდურში დაემატება.
აჩი
23 აგვისტო 2019 16:35
1
დაყოფა,პოლიტიკის ჩარევა და ჩხუბი... ერთმანეთს ჭამდნენ ძიუდოისტები.რამდენი შემთხვევა იყო დაუნდობლად ცემეს ერთმანეთი, მერე ვითომ მალავდნენ, მაგრამ რა დაიმალება?.. ბოლოს ისევ იაპონა არ იყო, ლიპარტელიანის თამადობით შავდათუაშვილი რომ ცემეს?
ეხლა კიდე სტატიაში გიწერიათ:
ამავდროულად, კვლავ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრები დაყოფილია და ტოკიოში ჯგუფებად არიან დაფანტულნი.
ეს ყველაფერი რას ნიშნავს???!!!...
მესხი
23 აგვისტო 2019 15:58
3
მჯერა ყველაფრის მიუხედავად 1 ოქროს მაინც ავიღებთ!
და რაც ხდება ჩვენს ძიუდოში ეს არის კოშმარი - მაფიოზები მართავენ ჩვენს ძიუდოს... რეკეტი, ფულაობა, ერთმანეში სიბინძურე, ცილისწამება, ჯგუფებად დაყოფა,პოლიტიკის ჩარევა და ჩხუბი... ერთმანეთს ჭამდნენ ძიუდოისტები.რამდენი შემთხვევა იყო დაუნდობლად ცემეს ერთმანეთი, მერე ვითომ მალავდნენ, მაგრამ რა დაიმალება?.. ბოლოს ისევ იაპონა არ იყო, ლიპარტელიანის თამადობით შავდათუაშვილი რომ ცემეს?
ეხლა კიდე სტატიაში გიწერიათ:
ამავდროულად, კვლავ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრები დაყოფილია და ტოკიოში ჯგუფებად არიან დაფანტულნი.
ეს ყველაფერი რას ნიშნავს???!!!...
მესხი
23 აგვისტო 2019 15:56
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული