[მსოფლიო ჩემპიონატი] ქართველები სრული სვლით! პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მერვედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე მიმდინარეობს, დღეს ტატამზე ორი ქართველი ჭიდაობს ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

ამირან პაპინაშვილმა მესამე ეტაპზე ბელგიელ ჟორ ვერსტნარაეტენს იპონით სძლია და მერვედფინალშში გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა დამატებით დროში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დაავაზარა  და პაპინაშვილს შეურთდა.



მერვედფინალში პაპინაშვილის მეტოქე ყაზახი გუსმან ყიზირბაევი იქნება, ხოლო ჩხვიმიანი უკრაინელ არტემ ლესიუკს დაუპირისპირდება.

პირველ ეტაპზე ამირან პაპინაშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე ეტაპზე ეკვადორელ ლენინ პრესიადოს სძლია.
ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ ეტაპზე ჰონკ კონგელი ლაი იუ ლონგი დაამარცხა, მეორე ეტაპზე კი მისთვის უხერხულ მეტოქეს ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს სძლია.

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული