ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
მაისურაძემ მესამე წრეში მონღოლი ძიუდოისტი უგანბაატარ ოტგონბაატარი შეხვედრის დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
მერვედფინალში მაისურაძე ბელგიელ სამი ჩოუჩს შეხვდება.
აქამდე ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში სამოელი პენიამინა პერსივალი იპონით დაამარცხა.
შემდეგ კი თურქ ვედატ ალბაირაკს იპონით სძლია.