ბელგიელიც იპონზე - ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.

მაისურაძემ მერვედფინალში ბელგიელ სამი ჩოუჩს იპონით სძლია და მისი მომდევნო მეტოქე ეგვიპტელი მოჰამედ აბდელალი იქნება.

აქამდე მაისურაძემ მესამე წრეში მონღოლი ძიუდოისტი უგანბაატარ ოტგონბაატარი შეხვედრის დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

მეორე წრეში ქართველმა თურქ ვედატ ალბაირაკს იპონით სძლია.

ხოლო პირველ წრეში სამოელი პენიამინა პერსივალი იპონით დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული