იყო თუ არა იპონი?! - ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხი ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


ვარლამ ლიპარტელიანი კი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე
ჰოლანდიელი მაიკლ კორელი იქნება. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილქ უნივერსალზეა" შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.

მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს იპონით მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
იყო იპონი. აშკარად..
...
30 აგვისტო 2019 11:50
0
ეს შედეგები იმის ბრალია შავდათუაშვილი ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი რომ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე გადიან ტურნირებზე ლამის. დავიჯერო 73 ში სხვა არავინაა რომ სულ შავდათუაშვილი გადის? ან გელა ზაალიშვილი რატო არ შეიძლებოდა 100+ ში გაეშვათ და ეგ წონა გაეყოთ? ჩხვიმიანმა აჩვენა რომ სახელი და გამოცდილება არ იგებს მარტო მედალს. მედალი მაგ ბიჭმა მოიგო სუფთა ქართული დუხით და მონდომებით :)
Michael
30 აგვისტო 2019 11:49
1
ლიპარტელიანი საქართველოსაც კი არ ჭიდაობს 100 კილოგრამში. სამწუხაროდ რეალურად კონკურენტიც მართლა არ ყავს ამ წონაში არც მას და არც შავდათუაშვილს. ეს ალბათ არასწორი სელექციის და რა თქმა უნდა ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შედეგია: რეალურად წესდებაც კი არა აქვთ თუ როგორ და ვინ შეიძლება გახდეს ნაკრების წევრი, დისციპლინაზე ხომ საერთოდ აღარაა საუბარი. ღვინიაშვილს რაც შეეხება, ვფიქრობ ყავს რამდენიმე კონკურენტი თუნდაც მარგიანი, ჭრიკიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც წელს საქართველო მოიგო და მარგიანი და ჭრიკიშვილი დაამარცხა.
გიორგი
30 აგვისტო 2019 12:20
0
ლიპარტელიანი იყო და რჩება ძალისმიერ მოჭიდავედ, ამიტომაც ის ვერასოდეს ვერ მოიგებს მსოფლიოს და ოლიმპიადას, როგორც ვერასოდეს ვერ მოიგებს მსოფლიოს და ოლიმპიადას ღვინიაშვილი.
ხვიჩა
30 აგვისტო 2019 11:48
7
როგორ გიყვართ ამ ჟურნალისტებს და კომენტატორებს ძიუდოისტების ბოლომდე გაპრავება, სუფთა იპონი იყო
semi
30 აგვისტო 2019 11:39
0
არც ფრანგთან იმსახურებდა ეგ გამარჯვებას, ძლივს სუნთქავდა რას გავდა.ან ეს ზვიადაური სადაური სეკუნდანტი გამოაცხვეს?დდ
Kkk
30 აგვისტო 2019 11:29
2
ჩხვიმიანის დიდი წარმატებას თუ არ ჩავთვლით ნაკრები ძალიან სუსტათ გამოიყურება! თავიანთი შესაძლებლობების 10% ვერ აჩვენებს! ნაკრებს უნდა ყავდეს ერთი ძლიერი მწვრთნელი შეკრებებს უნდა გადიოდნენ ერთად და ერთ გუნდათ ჭიდაობდნენ!!!! სხვა შემთხვევაში შედეგი არ დადგება! პირადათ ჩემთვის ლიპო ბრინჯაოს აიღებს თუ მეშვიდე ადგლიზე გავა დიდი მნიშვნელობა არ ააქვს იმიტომ რომ ვიცი მისი შესაძლებლობები და მისგან მხოლოთ ოქროა დადებითი შედეგი! ხვალე წარმატებები ჩვენს ლიდერს თუშის!
zaza
30 აგვისტო 2019 11:26
2
იპონიც იყო და ძალზედ უსუსური ლიპოც... თვითონ ამბობდა, სულ სხვააო, თავად იაპონიაში რომ გაიმარჯვებო და ასეთი მოუმზადებელი, ტლანქი, უნიათო და სიქა გამძვრალი ვარლამა, მე არ მახსოვს. ეს ალბათ ტატამის გარეთ, კულუარებში სისტემატური "ჭიდაობის" ბრალია. არადა როგორ კარგად მიდიოდა ყველაფერი. ადამიანის დამარცხება მაქვს მხედველობაში და არც იაპონელი ბრწყინავს
ოკრიბელი
30 აგვისტო 2019 11:22
1
მოგვწონს თუ არა, იყო იპონი.
11
30 აგვისტო 2019 11:17
0
რა უნდა გაასაჩივრონ?.. მთავარია, ფედერაციაში დაალაგა ყველაფერი :/
ვვვ
30 აგვისტო 2019 11:06
9
არა რა, უნდა შეუწყვიტოს სახელმწიფომ ძიუდოს დაფინანსება :)
DAVE
30 აგვისტო 2019 11:04
18

სიახლეები პოპულარული