კიდევ ერთი დღე უმედლოდ: ლიპარტელიანი რეპეშაჟშიც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა.

ლიპარტელიანი რეპეშაჟში ჰოლანდიელ მაიკლ კორელს შეხვდა და ვაზარით წააგო. კორელმა ქართველი ვაზარზე დააგდო, შემდეგ ზურგიდან წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა და შეხვედრის ბოლომდე ასეთ მდგომარეობაში ამყოფა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთი დღე მედლის გარეშე დავასრულეთ.

31 აგვისტოს ტურნირზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გამოვა. შეხვედრები 08:00 საათიდან დაიწყება.

აქამდე ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას მეოთხედფინალში შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე
ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.


მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ლიპო მსოფლიოზე უმედლოდ არის ქვეყნისთვის თავზე და..მა და გაა...ვას ნაკრებიდან არავის ჭირდება მაგის წაგებული ფინალები მაგრამ ლიპო რა შუაშია ქვეყანას აქვს თავზე და.. მული და ყველა მარტო საკუთარ ტრა... ზე ფიქრობს
გივი
30 აგვისტო 2019 15:09
13
დღეს პორტუგალიელტან სამარცხვინოდ დამარცხდა, საყმაწვილო შეცდომა დაუშვა! მეორე წაგბისთვის აღარ მიყურებია!
aburjga
30 აგვისტო 2019 18:23
1
ასეა როდესაც გუნდი დაქსაქსულია და სამ "სასტავად" არის დაყოფილი... ვინ სად არის და ვინ რას აკეთებს ღმერთმა იცის... ზვიადაურს საერთოდ რა უნდოდა მანდ?! ლიპარტელიანმა და ზვიადაურმა ლამის ერთმანეთი რო დაჭამეს ეხლა ზვიადაური სეკუნდადი იყო ლიპოსი...
GEORGIA
30 აგვისტო 2019 15:04
1
რაც არ უნდა გასკდეთ ბოღმაზე ბოღმის ბუკეტები ლიპო მაინც არის საუკეთესო ძიუდოისტი! სწორეთ ამიტომაცაა ijf -ს სახე. და წონის ლიდერიც და კიდევ სარეიტინგო ქულებს ფულითა და ბიტკოენებით ვერ ყიდილობ!
Gurami
30 აგვისტო 2019 21:28
14
არა გვყავს ძლიერი მწვრთნელები სპორტის არც ერთ სახეობაში ძალოსნობის გარდა
და იქაც ნაციონალი ყოჩაღობს სხვაგან ყველგან მეოცნებები არიან.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
30 აგვისტო 2019 20:03
17
დაჭამეთ ერთმანეთი სხვა რა შეგიძლიათ ეს გაფარჩაკებული ქვეყანა ჩვენც ყველამ ხომ უნდა გავაფარჩაკოთ როგორც შევიძლა
გივი
30 აგვისტო 2019 15:06
5
კაი რა ბიჭო ნამუსი აღარ გაქვთ
გივი
30 აგვისტო 2019 15:03
3
დღეს ფონსეკამ მართლაც რომ კლასი აჩვენა. იშვიათად მინახავს ასეთ მაღალ დონეზე მომზადებული სპორტსმენი იაპონელების გარდა. ფონსეკამ კი მართლაც მიყარ-მოყარა ყველა და დამაჯერებლად მოიგო. არ ვიცი ლიპოს რა დაემართა, მაგრამ მაგალითი მართლაც უნდა აიღოს მისგან და არამარტო მან.
არჩილ
30 აგვისტო 2019 23:23
1
თქვებ კიდე სპორტალ ჯი იმკითხავეთ იპონი იყო თუ არა
გივი
30 აგვისტო 2019 15:11
0
რაცხა ისე ჩანდნა მგონია,რომ ამგენს მოგება არ უნდოდათ.
....
30 აგვისტო 2019 14:59
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული