თუშიშვილი 1/2-ფინალში მოულოდნელად დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.


თუშიშვილს ბრინჯაოსთვის მოუწევს ბრძოლა, სადაც ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდება.

აქამდე მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.


პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი
ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნიკაპი დაწიე შვილო დაბლა,დიდ ადამიანებს თავმდაბლობა უხდებათ
cheroeli
02 სექტემბერი 2019 20:42
0
მხოლოდ შრომას მოაქვს შედეგი
zaza
31 აგვისტო 2019 22:34
0
გარისკა და წამოეგო. ტაკტიკური შეცდომა ძვირად დაუჯდა. არ დაძრახოთ, ხდება ხოლმე.
დ.ნ.
31 აგვისტო 2019 19:48
0
ეს სილქის კომენტატორები მე მგონი ავადმყოფები არიან განსაკუთრებით ეს თამაზი/გვარი არ მახსოვს/ წინასწარ რასაც ამბობს ყველაფერი პირიქით ხდება.ნამდვილი თარსი.ერთხელ სალუქვაძეს რომ კითხეს ცუდად გადასცემთ მატჩებსო ამ უსინდისომ თავხედმა უპასუხა სხვაგან გადართეთო.ფულს რომ ჩვენ უხდით ფეხებზე ვკიდივართ.დიქტორები კი არა ცინიკოსები არიან.თან წყვილად რომ გადმოსცემენ. ორი სულელის ერთად მოსმენა როგორია.კაცი არ მინახავს მაგათი კმაყოფილი.ნერვებს გვაწყვიტავენ.
სადამდე უნდა გაგრძელდეს ამ უცოდინრების თავხედობა
31 აგვისტო 2019 18:01
0
Komentari rusul enaze gavakete da ar gamoaqveknet, ratom? Ver targmnet tu ar mogeconat, sasaciloa tan sircxvili
Tedo
31 აგვისტო 2019 16:59
1
საქართველოს ძიდოისტ-ტურისტთა ნაკრებმა წარმატებით მოასუფთავეს იაპონური ტატამები.გაგრძელება იქნება რიოში
gia
31 აგვისტო 2019 16:26
1
კაი ხანია ოქრო არ აუღიათ.ჩხვიმიანის ოქრო შემთხვევითია-ფინალის მიხედვით და მისი საერთოდ ჭიდაობის მანერით ვმსჯელობ.მაფიაა რაღაცა ჩარეული მე მგონი ხაბარელიდან იწყება.ნავარჯიშევი არ ეტყობათ-იგებენ ტურნირებს,მსოფლიო უჭირთ,ოლიმპიადა კარზეა.მწვრთენლი ვინააა გაუგებარია. ფედერაციის პრეზიდენტი ვინაა-ეგეც გაუგებარია.
ვაჟა
31 აგვისტო 2019 16:18
0
ძიუდოისტები ხომ გვყავს მარა კომენტატორები ხომ საერთოდ.ერთი მიშა იყო წაგებული ომი რომ მოგვაგებინა და მეორე ეს კომენტატორები კაცი ბატივით ასხავს ბრძოლებს და ამათმა ფინალიც აჭიდავეს და ოქროც ჩამოკიდეს გულზე.ეს კაცი თუ მაგარ ფორმაში იყო როგორც ესენი გვეუბნებიან აბა მართლა ფორმაში მყოფი რაღას იზავს.მართლა სამარცხვინო გუნდია თავის ფედერაცია-ტრენერებიანა.რა ნამუსით გაცვიათ ეს ქვეყნის ემბლემიანი ფორმები ის მაინც გვითხარით. არ შეიძლება ეს ტურისტი მოჭიდავეები მართლა მონდომებული და ჟილკიანი ახალგაზრდებით ჩაანაცვლოთ ვისაც ახლა თუ არა მომავალში მაინც ექნებათ პერსპექტივა მედლების? ამათი პერსპექტივა კი ამათ იქეთ არ გაიშვა
lado
31 აგვისტო 2019 16:15
1
გურამ მაგარი ბიჭი ხარ და ყველაფერი წინ გაქვს.გული არ გაიტეხო.საქართველოს იმედი ხარ!
მამუკა
31 აგვისტო 2019 16:04
0
ჩიტმა მომიტანა ამბავი თუშიშვილმა "წააგოო"...
+
31 აგვისტო 2019 15:57
1

სიახლეები პოპულარული