თუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა.

თუშიშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა, არადა აქამდე მას 3-ჯერ შეხვდა და ერთხელაც არ წაუგია. თუშიშვილი ამ ტურნირს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, თუმცა შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.


აქამდე თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.

მეოთხედფინალში ქართველმა
ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.

პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში 2 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 1 ბრინჯაო, რაც წინა მსოფლიოსთან შედარებით უარესი შედეგია. ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 3 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 1 ვერცლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გახდა, ხოლო ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ (81) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ესენი აღარ ვარჯიშობენ, ხო? მანდ ქევხიშვილი ყოფილა, რაც ყოფილა, ძმაო.
ვვვ
31 აგვისტო 2019 16:34
5
Rineris xelaa ara?!
Tedo
31 აგვისტო 2019 16:29
5
არა რა, ნამდვილად უნდა შეწყვიტოს სახელმწიმფომ ძიუდოს დაფინანსება :)
DAVE
31 აგვისტო 2019 16:28
14
კაცმა დაწერა ცრუ მოლოდინები გვაქვსო და არ მოეწონათ. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად წარუმატებელი გამოსვლაა, მაგრამ როდესაც ფავორიტი ხარ, ორმაგი მონდომებით ემზადებიან შენს წინააღმდეგ
: )))))))
31 აგვისტო 2019 16:23
4
ეს კომენტატორი თამაზას წააყვანნინეთ ფეღბურთი იქ მაინც არაფერი გამოოგვდის. და ძიუდოისტების შანხი 80% გაიზრდება))
კოკო
31 აგვისტო 2019 16:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული