გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციის ზღვარზე - ვის უნდა ქართველის დასჯა? [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა.

ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰარასავასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი როი მეიერს ვერ სძლია.

მეიერთან დაპირისპირების დროს, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, თუშიშვილმა მეტოქეს შესაძლოა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ფეხი უცნაურად დააყოლა. გთავაზობთ ვიდეოს.


ქართველი ფალავნის ქმედება ადგილობრივმა გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს.

თუმცა ამ ამბავს კიდევ ერთი გაგრძელება მოჰყვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ამ პერიოდში შეიქმნა გვერდი HarutoHaruto789-ის სახელით, რომელმაც
პრეზიდენტს ჰკითხა:

"ჩვენ ყველამ ვნახეთ საშინელი ფაქტი, როცა მსოფლიო ჩემპიონმა თუშიშვილმა მეტოქეს დედა შეაგინა. ამისათვის სასჯელი არსებობს. რას უპასუხებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია? ამ ფაქტს დამალავთ თუ შეისწავლით?"


მარიუს ვიზერი: "ჩვენ გადავცემთ საქმეს ძიუდოს ეთიკის კომისიას და ისინი იხელმძღვანელებენ ძიუდოს ეთიკის წესებით".

პასუხის შემდეგ კითხვის ავტორის გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გამო თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზოს, თუმცა შეიძლება მას რამდენიმეთვიანი სასჯელი არ ასცდეს. ყველაფერს ძიუდოს ეთიკის კომისია გადაწყვეტს.

მთლიანი შეხვედრის ვიდეო

Sportall.Ge

alt[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

altთუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროა,ვის არ წაუგია,მაგრამ ცოტა თავში ხომ არ აუვარდა,დედის გინება კი არა მოუგო უნდა და თუ წააგე ღირსეულად უნდა შეხვდე,შეიძლება ახლა ასე ჩავარდნა ჯობდა,გაანალიზებენ და ოლიმპიადისათვის უკეთესად მოემზადება,მთავარია მკაცრად არ დასაჯონ,ფსიქოლოგიურად ცუდად არ იმოქმედოს გურამზე,პირიქით დაამტკიცოს უნდა ოლიპიადაზე,რომ ძლიერია,წარმატებები გურამს და მიდი მიაწექი და დააგდე მაგენი ყველა,შენს გვერდით ვართ აბა შენ იცი.
გოჩა
04 სექტემბერი 2019 12:11
5
არ ვამართლებ არცეთ ადამიანს ვინც უღირს საქციელს ჩაიდენს, მაგრამ აქ ვერ დავინახე რაიმე ზიანი, რომელიც ქუსლის მიდებით განიცადა მეტოქემ, აბსოლიტურად უვნებელი საქციელი დავინახე და არ შეიძლება ამაზე ვინმე ისჯებოდეს, გინება კი ჩაიწერეს ხმა თუ პირსი მოძრაობით ამოიცნო, უქნებ თავის თავს შეუძაღა რაღაც?
me
04 სექტემბერი 2019 11:46
0
ყველაზე ნაკლებად გამიხარდება თუშიშვილის დასჯა როგორც ქართველს და ძიუდოს გულშემატკივარს. უბრალოდ ერთი რამე ფაქტია: თუშიმ თუ დისციპლინა არ დაიცვა და თავი და ნერვები ვერ მოთოკა კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობა გაიჭირდება - ოლიმპიადას ვგულისხმობ. და დროა შესაბამისი სიმკაცრით ვინმემ ან რამემ (თუნდაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ. ნაკრები და მწვრთნელები რომ ვერაფერს უხერხებენ ფაქტია) გონზე მოიყვანოს და დააფიქროს.
ძალიან დიდი ტალანტია გელა ზაალიშვილი, თუმცა დღეს გურამი უფრო მაღლა დგად თავისი სპორტული შესაძლებლობებით და სადაც გელამ დიდი ნებისყოფისა და მოთმინების ხარჯზე შესანიშნავი მარცხი აგემა ჰარასავას, იქ თუში ნამდვილად არ უნდა დამარცხებულიყო. დროა თუშიმ წარუმატებლობები საკუთარ თავს დააბრალოს და მათი გამოსწორების გზებზე იფიქროს.
გიორგი
04 სექტემბერი 2019 11:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული