გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს ფინეთში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

თუთაშვილმა ფინალში მოლდოვის წარმომადგენელ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში იპონით სძლია.

მან ფინალამდე ურჰ კლოპჩიჩი (სლოვენია), არტიომს გალაკტიონოვსი (ლატვია), ივო ვერჰოსტერტი (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.

ლიპარტელიანმა გადამწყვეტ ბრძოლაში იტალიელ სილვია პელიტერის ასევე იპონით მოუგო. ფინალამდე კი ხორვატ დორა ბორტასს, ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისს და გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.

ქართული ძიუდოს ისტორიაში ლიპარტელიანი პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის
ოქროს მედალი მოიპოვა.

სამწუხაროდ, ლუკა კაპანაძე (66 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი გამარჯვებაა და ვულოცავ პირადად ეთერ იპარტელიანს და მთელს საქართველოს.
ისე კი ცნობისთვის პირველი ეთნიკურად ქართველი ზიუდოისტი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი იყო ნინო დონღუზაშვილი, რომელიც რუსეთის სახელით გამოსიოდა.
თემური
18 ოქტომბერი 2019 09:37
0
განსაკუთრებით სასიხარულოა ეთერ ლიპარტელიანის მიღწევა. იმედია გოგონების გუნდი მალე ისეთივე ანგარიშგასაწევი ძალა გახდება, როგორიც მამაკაცების.
შეტევა
13 სექტემბერი 2019 20:18
0
გიო შენ გენაცვალე მე ოქრო ადამიანიხარ და ოქროც შენია
არჩილი ბეროზაშვილი
12 სექტემბერი 2019 20:44
1
გილოცავთ სუყველას, მაგარი თაობა და დიდი მომოვალი! სულ გამარჯვებებით გევლო!
laguna
12 სექტემბერი 2019 20:03
0
გოგოებს დაუფინანსეთ გრან სლემები და გრამ პრის ტურნირები და ნახავთ რომ სულ მალე ბიჭებზე არა ნაკლებ შედეგებს დადებენ. ეთო ძალიან მაგარი ძიუდოისტი ხარ! გიო გილოცავ და ბევრჯერ ასახელეთ საქართველო.
zaza
12 სექტემბერი 2019 19:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული