12 სექტემბერს ფინეთში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
თუთაშვილმა ფინალში მოლდოვის წარმომადგენელ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში იპონით სძლია.
მან ფინალამდე ურჰ კლოპჩიჩი (სლოვენია), არტიომს გალაკტიონოვსი (ლატვია), ივო ვერჰოსტერტი (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.
ლიპარტელიანმა გადამწყვეტ ბრძოლაში იტალიელ სილვია პელიტერის ასევე იპონით მოუგო. ფინალამდე კი ხორვატ დორა ბორტასს, ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისს და გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.
ქართული ძიუდოს ისტორიაში ლიპარტელიანი პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
სამწუხაროდ, ლუკა კაპანაძე (66 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.
ისე კი ცნობისთვის პირველი ეთნიკურად ქართველი ზიუდოისტი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი იყო ნინო დონღუზაშვილი, რომელიც რუსეთის სახელით გამოსიოდა.