ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ტრიუმფი - კიდევ 3 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფინეთში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური, ილია სულამინაძე და გელა ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო მიხეილ ბექაური ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ლაშა ბექაურმა (90 კგ) უნგრელ როლანდ გოზს იპონით სძლია.

ილია სულამანიძემ (100 კგ) უკრაინელი ევგენი ვეჰერა იპონით დაამარცხა.

გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) გერმანიის სახელით მოასპარეზე ერიკ აბრამოვს მოუგო.

მიხეილ ბექაურმა (90 კგ) რუსი მანსურ ლორსანოვი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საბა ინანეიშვილი (+100 კგ) უნგრელ რიჩარდ სიპოცთან დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ ბიჭებო, ყოჩაღ ლაშა კარგი და საიმედო ნაკრებია ხვალინდელი დღისათვის. გილოცავთ გილოცავთ, გილოცავთ.
ჯ ი ჯ ი
19:48 14-09-2019
0
გენაცვალეთ, ლომებოოოო!!!!!!!!!!!!!!!
მიშა
20:20 14-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული