გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან პრი მოიგო

AutoSharing Option
ტაშკენტის გრან პრი ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიგო.

თუშიშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს, უზბეკ ალიშერ იუსუპოვს, უკრაინელ იაკივ ხამოს და უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა ბექაური (90 კგ), რომელმაც ალჟირელი აბდერაჰმან ბენამადი, სომეხი არსენ ხანჟიანი და ბრიტანელი ჯამალ პეტრგოუ დაამარცხა; ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ჰუსენ ჰალმურზაევთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი იაპონელ მაშუ ბაკერთან წააგო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგია გურამ, გილოცავ! ხედავ, ქართველი გულშემატკივარისაგან რა უმაღლეს დონეზე ხარ შეფასებული, მხოლოდ მსოფლიოს და ოლემპიადის ჩემპიონობაა მისაღები შედეგი! დანარჩენი ყველაფერი ჩვენთვის ხურდაა! ასე რომ მიაწექი, დიდი იმედები გაგვიმართლე!
aburjga
23 სექტემბერი 2019 09:20
0
გრანების მოგებით მსოფლიო ჩემპიონობის დაკარგვა არ გაიქვითება, ამას, მხოლოდ ოლიმპიადის ფინალის ჭიდაობა უშველის.
ჟორა
22 სექტემბერი 2019 20:32
0
რინერის ბეწვის შუბა უნდა დაიდოს.. მე, ლიჩნად, მედალი არ მინდა.. რინერი მინდა, (იპოლიტეს ძახილი: ხვედელიძეეეე, გოლი მინდა, ორი გოლიიი... )
ალეკო
23 სექტემბერი 2019 01:00
3
გურამ, შენ, რომ თავში არ აგვარდნოდა (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა) მეორედ უნდა იყო მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა ჯერ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინა გაქვს. ისე კი იქნებ დაბრუნებოდა სამწვრთნელო საქმიანობას ხაბარელი, მეცოდება პარლამენტში ჯდომისთვის....
თემური
23 სექტემბერი 2019 09:10
1
ოღონდ, გურამ, თუ წააქცევ, არ აღნიშნო დროშებით და რაღაც წარმოსახვებით.. მაინც ლეგენდაა, შენც ხომ იცი.. მიდი და ძმაკაცურად ჩაეხუტე... დამიჯერე - შენი რეიტინგი 9-ჯერ გაასწრებს შენს ძიუდოს რეიტინგს..
ისევ ალეკო
23 სექტემბერი 2019 01:08
0
გრანების მოგებით ვერ გამოისყიდება მსოფლიოზე წაგება, მინიმუმ ოლიმპიადის ფინალი ჭირდება ამ საქმეს.
ჟორა გაბრიჭიძე
22 სექტემბერი 2019 20:28
1
ტესტი
ჟორა გაბრიჭიძე
22 სექტემბერი 2019 20:37
0
გურამ, მართლა გეუბნევით, უკვე ლეგენდა ხართ, მაგრამ ოლიმპიადაზე ან მსოფლიოზე რინერი უნდა დადოთ, ეს უფრო საქართველოს(რომელსაც მეზობლები ჩაგრავენ) და ხალხს(რომელიც ვერ არის კარგ დღეში) სჭირდება გამოცოცხლებისათვის.... გფარავდეთ უფალი....
გიორგი 48
26 სექტემბერი 2019 14:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული