17 ოქტომბერს ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ლიპარტელიანმა სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მეებერგი, უნგრელი ანდრეა კარმანი და კორეელი მიმი ჰიუ დაამარცხა.
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მან ახალგაზრდებში ევროპირველობის მოგების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იმარჯვა.
ხვალ, 18 ოქტომბერს, მარაკეშის ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), მიხეილ ბექაური (90 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გავლენ.