ეთერ ლიპარტელიანმა კაჰამატა იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ოქტომბერს ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ლიპარტელიანმა სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მეებერგი, უნგრელი ანდრეა კარმანი და კორეელი მიმი ჰიუ დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მან ახალგაზრდებში ევროპირველობის მოგების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იმარჯვა.

ხვალ, 18 ოქტომბერს, მარაკეშის ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90
კგ), მიხეილ ბექაური (90 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ!
ჯუნა
18 ოქტომბერი 2019 16:57
0
დიდი მადლობა დიდებულო ქალბატონო ამ დიდი სიხარულისთვის! დისურვებ მომავალ დიდ გამარჯვებებს,მალე გვენახოს შენს კიმანოზე ოქროსფერი წარწერა: ლიპარტელიანი საქართველო!
gogia
18 ოქტომბერი 2019 10:58
0
ყოჩაღ ეთერი, გილოცავ ჩემპიონობას და გისურვებ წარმატებას. ძალიან სასიხარულოა.
Geo_Dinamo
18 ოქტომბერი 2019 09:50
0
ამ გოგონას წარმატება მეც გმიხარდა, ვულოცავ! მაგრამ ქალთა ჭიდაობა (ძიუდო) და კრივი მისაღებია?! ჩვენს ეროვნულ ღირებულებებში რამდენად ჯდება?! ახლა ვიღაც ანაბაჯის და კიდევ ასეთ გამონაკლისს გაიხსენებს, რაც ჩემი აზრით მაშინაც გადახრა იყო! მე პირადად არ მივესალმებოდი ქალიშვილი რომ მყოლოდა და მოჭიდავე გამოსულიყო!
aburjga
18 ოქტომბერი 2019 09:42
16
აბა რა უნდა გითხრა მე შენ კომბიუტერიდან პოსტების წერაში ვერ მოგიგებ ეტყობა ეს შენი სამსახურია? მაგრამ იმაზე თუ დაფიქრებულხარ რომ შეიძლება ადრესატმაც წაიკითხოს შენი დამამცირებელი პოსტი და გული დაწყდეს? სმწუხაროთ შენნაირები ყოველთვის ბევრი იყო და იქნება წარმომიდგენია 37–წელი რომ იყოს რამდენ ანონიმს დაწერდი! ისე ცოდნისთვის არავის დახმარება არასდროს არ დამჭირვებია პირიქით კი!
gurami
18 ოქტომბერი 2019 13:10
2
გურამი შენ შვილები, გოგონები გყავს?! ალბათ ჯერ არა! რა ვქნა გისურვო, შენი ქალიშვილები სულ მმა-ს მებრძოლები და ტაიკვანდისტები გამოსულიყვნენ??? ისე რომ იცოდე სპორტი და ფიზკულტურა სულ სხვადასხვა რამეა. ფიზკულტურა ეს ერთგვარი შემადგენელი ნაწილია ადამიანის ჰიგიენიასა, ჯანმრთელობისათვის აუცილებელია! ხოლო სერიოზული სპორტიანგრევს ჯანმრთელობას, ფაქტიურად ყველა სპორტსმენი არის მეტნაკლებად არის ინვალიდი! და ბოლოს სანამ უფროს ხალხს შენიშვნას მისცემ ათასჯერ დაფიქრდი, გაიხსენე რა გასწავლეს ბებიებმა და პაპებმა, მშობლებმა, საბავშვო ბაღში...
aburjga
18 ოქტომბერი 2019 12:18
5
ყველა გამოხმაურება
გაიხარე,როგორც ჩვენ გაგვახარე
ვაჟა რუსიაგაიხარე!
18 ოქტომბერი 2019 01:26
0
ვამაყობთ შენით!
tamta
17 ოქტომბერი 2019 20:34
0
სამწუხაროდ წინასწარ ბრძოლებს ვერ ვუყურე,მაგრამ ფინალი ბრწყინვალე იყო.გილოცავ ეთერო ქართველებიდან პირველ მსოფლიო ჩემპიონობას და დაე უფროსებშიც ოქროთი მოგეფინოს შენი კარიერა.წარმატებები!
სოსო
17 ოქტომბერი 2019 20:30
0
ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭე ყოჩაღ.გისურვებ დიდებშიც გეზეიმოს მსოფლიოს ჩემპიონობა, შემდეგ ოლიმპიური თამაშების მოგეგოს 2024 წელს.
ჯ ი ჯ ი
17 ოქტომბერი 2019 20:12
0
2020 შეუძლია ესეთი ჭიდაობით! მთავარია დაუფინანსონ სალიცენზიო ტურნირები!
laguna
17 ოქტომბერი 2019 20:26
1
ერთი ამოსუნთქვით მსოფლიო ჩემპიონობა, ეს მხოლოთ ეთერ ლიპარტელიანს შეუძლია! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს მადლობა ჩვენი გახარებისთვის!
zaza
17 ოქტომბერი 2019 20:12
0
გილოცავთ სუყველას. ყველა ჭიდაობას ვუყურე და ესეთი მრავალფეროვანი ჭიდაობა ჯერ არ მინახავს. ეთერი საქართველოს საამაყო შვილი რომელსაც წინ დიდი წარმატებები ელის. მადლობა ეთერს!
gurami
17 ოქტომბერი 2019 20:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული