ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100) მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში ილიამ იაპონელ კაზუნარი კამინაგის დაუპირისპირდა, ძირითად დროში ორივე ძიუდოისტმა თითო გდება განახორციელა. თანაბარი ქულებიდან გამომდინარე დამატებითი დრო გახდა საჭირო, სადაც იაპონელმა სულამანიძე იპონით დაამარცხა.

ფინალამდე სულამანიძემ რუსი მატვეი კანიკოვსკი, დანიელი მატიას მადსენი, უნგრელი პეტერ არვალი და კორეელი ჯაევუ სიმი დაამარცხა.

სამწუხაროდ სხვა ქართველი ძიუდოისტები გელა ზაალიშვილი (+100), საბა ინანეიშვილი (+100) და სალომე მაყიშვილი (+78) მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.

alt

მსოფლიოს ჩემპიონატი ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლით დაასრულა [VIDEO]" />ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ყველას. ყოჩაღ ილია ყველაფერი წინაა გული არ გაიტეხო.მაგარი ბიჭი ხარ, ყოჩაღ ტყიბულის სკოლას. წარმატებებიიიიიიიი
okriba
19:52 19-10-2019
0
გილოცავ ვერცხლის მედალს და სულ მალე ოქროში გადაგეცვალოს. არ იყო იაპონელი შენზე ძლიერი მაგრამ როგორც შევატყვე ცოტა დაღლილობა შეგეტყო, ცოტა ფიზიკაში მოუმატე და სულ მალე გახდები ამ წონის ლიდერი.
arabika
20:08 19-10-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული