ფინალში ილიამ იაპონელ კაზუნარი კამინაგის დაუპირისპირდა, ძირითად დროში ორივე ძიუდოისტმა თითო გდება განახორციელა. თანაბარი ქულებიდან გამომდინარე დამატებითი დრო გახდა საჭირო, სადაც იაპონელმა სულამანიძე იპონით დაამარცხა.
ფინალამდე სულამანიძემ რუსი მატვეი კანიკოვსკი, დანიელი მატიას მადსენი, უნგრელი პეტერ არვალი და კორეელი ჯაევუ სიმი დაამარცხა.
სამწუხაროდ სხვა ქართველი ძიუდოისტები გელა ზაალიშვილი (+100), საბა ინანეიშვილი (+100) და სალომე მაყიშვილი (+78) მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.