"გოლდენ გორი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია.
გორელებმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ფრანგულ "ეტუალს" 3:2 სძლიეს.
1:0. პირველ ბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ალექსანდრ მარიასი იპონით დაამარცხა.
1:1. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) "ოქროს დროში" პიერ დუპრანთან დამარცხდა.
2:1. ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ბაპტისტ პიერს სძლია.
3:1. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მაქსიმ ამინოს იპონით მოუგო.
3:2. გელა ზაალიშვილმა ბრძოლა
სირილ მარესთან დათმო.